Wednesday, February 9, 2011

თბილისის მერი გიგი უგულავა ბრიტანული ბრენდის „Mothercare“–ის მაღაზიის გახსნას დაესწრო

თბილისში ბრიტანული ბრენდის მაღაზია „Mothercare“ გაიხსნა, სადაც 10 წლამდე ბავშვებისა და ორსული ქალებისთვის აუცილებელი ყველა სახის პროდუქციაა წარმოდგენილი.

„Mothercare“ 1962 წლიდან ყველა კონტინეტზე ოპერირებს და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3 300–ზე მეტი მაღაზია გააჩნია. მისი სტრატეგია „care” ანუ მოვლაა, რაც საყოფაცხოვრებო მოხმარებისა და ჰიგიენური მოვლის საშუალებების წარმოებაში აისახება. ქსელში ასევე შემეცნებით–გასართობი პროდუქციის მწარმოებელი ბრიტანული კომპანიის „Early Learning Centre“-ის პროდუქციაც არის წარმოდგენილი.
„Mothercare“–ის მაღაზია თბილისში რუსთაველის გამზირზე 650 კვადრატულ მეტრი ფართობის ტერიტორიაზე განთავსდა. ახალი ბრენდის შემოსვლით 30 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. კომპანიის წარმომადგენლები ქსელის გაფართოებას უახლოეს მომავალში, როგორც თბილისში ასევე საქართველოს სხვა ქალაქებშიც გეგმავენ.
თბილისის მერია ქალაქში სტაბილური ბიზნეს–გარემოს შექმნასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს, რაც შესაძლებლობას იძლევა ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას და მეტი თბილისელი დასაქმდეს.
თბილისის მერი გიგი უგულავა და „Mothercare“–ის ბრენდის მენეჯერი ევროპასა და აზიაში ჰაილი სმიტი მაღაზიის ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრნენ. გიგი უგულავამ წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერა და ქსელში დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა.
გიგი უგულავა:მინდა მივესალმო ახალი ინვესტიციის შემოსვლას ქალაქში, მაღაზია რუსთაველის გამზირზე გაიხსნა, სადაც ბავშვებისა და ფეხმძიმე ქალებისთვის ყველაფრის ყიდვა შეიძლება. აღნიშნული ბრენდი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია წარმატებული. ყველა ახალი ინვესტიციის სამუშაო ადგილებს ქმნის. „Mothercare“-ში 30 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და თბილისელებს აქ შესაძლებლობა აქვთ თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიონ სასურველი ნივთები და შეიძინონ.

No comments:

Post a Comment