Sunday, February 13, 2011

თბილისის მერმა ბეთანიაში სამთო-სათხილამურო ტრასის მშენებლობა დაათვალიერა და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა

ბეთანიაში ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. პროექტს კომპანია “რანდე ვუ ბეთანია“ ქართული ინვესტიციით ახორციელებს. დასასვენებელი კომპლექსი 30 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე გაშენდება. ამჟამად 600 მეტრიანი სამთო-სათხილამურო ტრასის მშენებლობა მიმდინარეობს, ასევე სპეციალურად ბავშვებისთვის 200 მეტრიანი მონაკვეთი გაკეთდება, სადაც ისინი უსაფრთხოდ შეძლებენ თხილამურებითა და ციგებით სრიალს. ტრასის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორი საბაგირო დამონტაჟდება. სათხილამურო ტრასა და საავტომობილო მაგისტრალი მთლიანად განათდება. “რანდე ვუ ბეთანია“ დამსვენებელს 21 ნომრიან სასტუმროს, რესტორნებს, ღია და დახურულ კაფე-ბარებსა და სწრაფი კვების ობიექტებს შესთავაზებს, რაც მათ კომფორტულ გარემოში თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას მისცემს, ხოლო ადგილობრივებისთვის ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. მშენებლობაზე ამ ეტაპზე 50 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. ბეთანიაში ახალი ტურისტული ზონის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. ბეთანიაში მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ ინვესტორთან ერთად დაათვალიერა და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა.

გიგი უგულავა: ეს იქნება შესაძლებლობა თითოეული თბილისელისთვის სამსახურიდან ამოვიდეს, დაისვენოს და ისრიალოს. ასე ვთქვათ ფეხი აიდგას თხილამურზე, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ხუთი წლის მანძილზე, არა შვიდი ათასი, არამედ ორმოცდაათი და სამოცდაათი ათასი აქტიურად მოსრიალე ადამიანი იყოს საქართველოში. რაც შემდეგ უკვე იმ კურორტების დატვირთვას და მნიშვნელობას გაზრდის რომლებსაც ჩვენ პარალელურად ვანვითარებთ.

No comments:

Post a Comment