Thursday, February 3, 2011

თბილისის მერმა გიგი უგულავამ სოციალურად დაუცველ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა

თბილისის მერიის ინიციატივით, დედის დღესთან დაკავშირებით, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, 30 სოციალურად დაუცველ დედას, რომლებსაც რეპროდუქციული ორგანოების დიაგნოსტიკა ესაჭიროებათ და ასაკობრივი შეზღუდვის გამო, ვერ მონაწილეობენ უფასო კვლევების პროგრამაში, გამოკვლევა ჩაუტარდათ. სკრინინგის პროგრამა თბილისში დედაქალაქის მერიის, ეროვნული სკრინინგ ცენტრის, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დაფინანსებითა და საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით 2008 წლიდან ხორციელდება. სკრინინგის პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევები უფასოა თბილისში რეგისტრირებული ქალბატონებისათვის.

პროგრამას ფარგლებში, 50 000–მდე თბილისელმა ქალბატონმა რეპროდუქციულ ორგანოებზე გამოკლვევა უკვე ჩაიტარა, რაც ხელს უწყობს ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეულ გამოვლენასა და მათ ეფექტურ მკურნალობას. ეროვნულ სკრინინგ ცენტრში უფასო გამოკვლევების ჩასატრებლად მისულ ქალბატონებს, დედის დღე თბილისის მერმა გიგი უგულავამ მიულოცა და მათ საჩუქრები გადასცა.

გიგი უგულავა: პირველ რიგში მინდა დედის დღე მივულოცო თბილისელ ქალაბატონებს, მათ ჯანმრთელობა ვუსურვო. ეს ადგილი სიმბოლურია, სკრინინგის პროგრამა ჩვენ სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან ერთად დავიწყეთ და დღევანდელი მდგომარეობით ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი. როდესაც ჯანდაცვაზე ვსაუბრობთ, ძირითადად სახელდება თანხა, რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს ამა თუ იმ პროგრამაზე. ჩემი აზრით ყველაზე სწორი თითოეული ოჯახისა და სახელმწიფოს მიერ, არის თანხის დახარჯვა პრევენციაზე და არა უკვე დაგვიანებულ მკურნალობაზე. ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი ქალბატონი, ბოლო ორი წლის განმავლობაზში ამ უფასო პროგრამის დახმარებით გადარჩა მძიმე დაავადებებს. ჩვენი ჯანდაცვის პროგრამა უნდა მოიცავდეს პრევენციაზე ორიენტირებულ გამოკვლევებს, რაც უფრო სარგებლიანი იქნება, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაზოგვის კუთხით, ასევე თითოეული ადამიანისთვისაც.


No comments:

Post a Comment