2011 წლის მაისში თბილისში ევროპის ქალთა საჭადრაკო ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც 44 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით, თბილისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი სილვიო დანაილოვი იმყოფება. ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ევროპის ქალთა საჭადრაკო ჩემპიონატისათვის მზადების პროცესს გაეცნობა და თამაშისათვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს. ვიზიტის ფარგლებში სილვიო დანაილოვი თბილისის მერს გიგი უგულავას შეხვდა.
გიგი უგულავა: ასეთი მაღალი რანგის ტურნირებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თქვენ იცით, რომ 2015 წელს თბილისში ჩატარდება ახალგაზრდული ოლიმპიური ჩემპიონატი. წელს თბილისში ჩატარდება დიდი საერთაშორისო ტურნირი რაგბში, ძიუდოში და ყველა ეს ღონისძიება ჩვენ გვაძლევს იმის იმედს და საფუძველს, რომ კიდევ უფრო მეტად გავამდიდროთ ჩვენი ქალაქის ბიოგრაფია ამ კუთხით, რათა კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო ტურნირების მოზიდვა შევძლოთ. ეს მნიშვნელოვანია ქალაქის იმიჯისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის და ჩვენი თანამოქალაქეების სხვადასხვა მიმართულებით შრომით ფერხულში ჩაბმისთვის და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ემსახურება ქალაქისა და ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესებას.
No comments:
Post a Comment