Sunday, April 24, 2011
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული თბილისის მერმა გიგი უგულავამ ყველა კონფესიის წარმომადგენელს მიულოცა
თბილისის მერი სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო. მანამდე გიგი უგულავამ აღდგომა კათოლიკებს, ბაპტისტებსა და მართმადიდებელ სომხებს მიულოცა. თბილისის მერმა საქართველოს მოსახლეობას მშვიდობა და წარმატება უსურვა.
Saturday, April 23, 2011
თბილისის მერმა გიგი უგულავამ „დედაენის ბაღში“ გამართული წიგნების გამოფენა დაათვალიერა
23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. თბილისის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, წიგნის დღესთან დაკავშირებით, დედაენის ბაღში ტრადიციული წიგნის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაში საქართველოში არსებულმა წიგნის 30 გამომცემლობამ და გამავრცელებელმა მიიღო მონაწილეობა. წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე 1995 წლიდან აღინიშნება. ისტორიის თანახმად, კატალონიაში 23 აპრილი ორი დიდი ესპანელის, მიგელ დე სერვანტესისა და ინკა გარსილასო დე ლა ვეგას გარდაცვალების დღეს უკავშირდებოდა, რასაც შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღიც დაემატა და 1995 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით 23 აპრილი მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლების დაცვის დღედ გამოცხადდა. გიგი უგულავა: 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღეა, ის იუნესკოს მიერ აღინიშნება და სერვანტესს, დე ლა ვეგასა და შექსპირს უკავშირდება. საბედნიეროდ წვიმამ გადაიღო და იმედია ბევრი წიგნის მოყვარული მოვა აქ და გამოფენას დაათვალიერებს. ჩვენ გვინდა ტრადიციად ვაქციოთ ეს დღე, ისევე როგორც ეს პარკი წიგნსმოყვარულთათვის. პარალელურად საავტორო უფლებების დაცვის კუთხით სამწუხაროდ საქართველო აუთსაიდერების რიგშია, ამიტომ კანონის გადახედვა მიმდინარეობს, რათა ინტელექტუალური საკუთრება უფრო დაცული იქნეს.
Friday, April 22, 2011
თბილისის მერმა გიგი უგულავამ ,,დედამიწის დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
USAID-ის, ,,კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის” (CENN) და ფონდ ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის” (PFRS) ინიციატივით ვარდების რევოლუციის მოედანზე ,,დედამიწის დღე” აღინიშნა. დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თბილისში არსებული სხვადასხვა საავტომობილო კომპანიების „მწვანე“ მანქანების გამოფენა გაიმართა. აღნიშნული ტიპის მანქანები სპეციალურად ამ დღისთვის შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩა: საწვავის ეკონომიურობა, მცირე ზომა, რაც საცობების შემცირებას უწყობს ხელს და ნაკლები გამონაბოლქვის გამომყოფი მანქანა. აქციის მიზანი იყო, ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების პოპულარიზაცია. ასევე დარიგდა საინფორმაციო ტიპის ფლაერები, სადაც ახსნილი იყო, თუ რამდენად ზემოქმედებს ტრანსპორტის გამონაბოლქვი გარემოზე და კლიმატზე.
გიგი უგულავა: თითოეულმა ადამიანმა, რომ იზრუნოს გარემოზე, ეს ყვალა შეთხვევაში გარემოს წაადგება. მთელ მსოფლიოში ცდილობენ აღნიშნონ დედამიწის დღე და პოპულარიზაცია გაუწიონ მას, მაგრამ ეს უნდა გახდეს ადამიანების ყოველდღიურობა. სულ უფრო და უფრო მეტი მცდელობაა იმისა, რომ გამონაბოლქვი იყოს ნაკლები და მანქანა ეკონომიური იყოს, რაც საბოლოო ჯამში ეკოლოგიაზე აისახება

Thursday, April 21, 2011
თბილისის მერი აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა
თბილისის მერი გიგი უგულავა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური წრეების წარმომადგენლებს: მეცნიერებს, არქიტექტორებს, ურბანისტებსა და ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაზე გიგი უგულავამ მოწვეულ სტუმრებს თბილისის მერიის პროგრამის: “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” ახალი ეტაპი გააცნო და პროგრამის შესახებ მათი მოსაზრებები მოისმენა.
პროექტი “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” ახალ ეტაპზე გადავიდა. ის უფრო ფართომასშტაბიანია და ნებისმიერ სამშენებლო კომპანიას, რომელსაც ახალი მშენებლობის დაწყება ან შეჩრებულის დასრულება სურს, თბილისის მერია ნასყიდობის ხელშეკრულებას წინასწარ გაუფორმებს. ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში მერია ერთ კვადრატულ მეტრს 400 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში შეისყიდის, რაც ნიშნავს, რომ დასრულებულ მშენებლობას გარანტირებული მყიდველი ეყოლება. სამშენებლო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, უკეთესი ფასის შეთავაზების შემთხვევაში, ფართი ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს მიყიდონ. კომერციული ბანკები სამშენებლო კომპანიებს, მარტივად გამოუყოფენ საჭირო ოდენობის კრედიტს, რადგან მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ბანკისთვს კრედიტის დროულად დაფარვის გარანტიაა. პროექტი ხელს შეუწყობს სამშენებლო სფეროს სტიმულირებას, მშენებლობის განვითარება კი ყველა იმ მომიჯნავე ბიზნეს-სფეროს განავითარებს, რომელიც მასთან არის დაკავშირებული. პროექტის ხანგრძლივობა ერთი წელია. დაინტერესებულ სამშენებლო კომპანიებთან თბილისის მერია ნასყიდობის ხელშეკრულებას აღნიშნული დროის განმავლობაში გააფორმებს.
გიგი უგულავა: სამშენებლო სექტორში პრობლემები კვლავ ძალიან ბევრია, მაგრამ მთავარ პრობლემად ფინანსური რესურსების ნაკლებობა რჩება. პირველი და მეორე ეტაპი, პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება ითქვას, რომ იყო ,,მკვდრის გადარჩენის მცდელობა’’ და მიუხედავად იმისა, რომ მე პროგრამის ბევრ მინუსზე და პლიუსზე შეიძლება ვილაპარაკო, მან თავისი მიზანი შეასრულა. ამ პროგრამას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან რეალურად ფულადი რესურსი იყო საჭირო იმისთვის, რომ ეს ჩაკეტილი წრე დაძრულიყო. წინა ორ ეტაპზე ოცდაორი კომპანია მონაწილეობდა და ისინი დაახლოებით 55 მილიონი დოლარით დაფინანსდნენ. მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოსახლე გადავიდოდა ახალ სახლში და მიღება ჩაბარების აქტი დგებოდა მოსახლესა და მშენებელს შორის, შემდეგ უკვე ის გამოთავისუფლებული ფართი გადადიოდა მუნიციპალურ საკუთრებაში და სწორედ ის არის 62 000 კვადრატი, რომელიც ასეთი სახით გამოთავისუფლდა ძირითადად ძველი თბილისის რაიონის მიდამოებში. პროგრამის ახალი ეტაპი არის ძალიან მარტივი, სიმარტივე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას 400 დოლარად ვიყიდით ერთი კვადრატული მეტრი, ექსპლუატაციაში მიღებული, დასრულებულ თეთრი კარკასი. პრაქტიკულად ეს არის უფასო დაზღვევა ნებისმიერი მშენებლისთვის, რომელსაც გაფორმებული აქვს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, მშენებლობის სტადიაზე მოიზიდოს უსაფრთხოდ თანხა. პროექტის შენანხმების შემდგომ, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას დავუდოთ მათ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც ნებისმიერ საფინანსო ორგანიზაციასთან არის გარანტი და სასაუბრო თემა. ამის შემგომ ბანკისათვის აბსოლიტურად ნულოვანია მშენებლობის სტადიაზე გაწეული რისკი, იმიტომ რომ თბილისის რა ტერიტორიაზეც არ უნდა მიმდინარეობდეს მშენებლობა ბანკი მიყვება მშენებელს და აძლევს მას სამშენებლო თანხას. ამ პროგრამას სოციალური დატვირთვაც აქვს. პროგრამის ვადა ერთი წელიწადია. ჩვენ ეს ვადა დავაწესეთ პირველ რიგში ჩვენი თავისთვის და მშენებლებისთვის, რათა მათ აქტიურად დაიწყონ მშენებლობა და არ გადადონ საქმე. ასევე დავუწსეთ ჩვენ თავს, რათა კარგად დავაკვირდეთ, გავაანალიზოთ, ხარვეზებისგან თავი დავიზღვიოთ. ეს არის იმ პროგრამის ძირითადი არსი, რისი წარმოდგენაც მინდოდა მე თქვენთვიოს. სრულყოფილი თავიდან არაფერი არა არის, ყველაფერს ეტაპობრივად სრულყოფა და დახვეწა ესაჭიროება. ეს კი დიდი პროცესია.

Wednesday, April 20, 2011
თბილისის მერმა გიგი უგულავამ გიგო გაბაშვილის გამოფენა დაათვალიერა
რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაზეთმა "პრაიმტაიმმა" საზოგადოებას ახალი პროექტი: “გიგო გაბაშვილი როგორც ხელოვანი" წარუდგინა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო გიგო გაბაშვილის მიერ გადაღებული ფოტოები, მისი ცნობილი ტილოები და პირადი ნივთები.გიგო გაბაშვილი რეალისტური მხატვრობის ფუძემდებელია. პირველი პერსონალური გამოფენა მან დავით სარაჯიშვილის სახლში მოაწყო. მხატვარი 1936 წელს გარდაიცვალა. მისი საფლავი ახლახანს ვაკის სასაფლაოზე აღმოაჩინეს. თბილისის მერიის ინიციატივით შეიქმნა კომისია, რომელიც მხატვარის ნეშტის გადასვენების საკითხებზე მუშაობს. გიგო გაბაშვილის გადასვენებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს თბილისის მერია დაფარავს.
Tuesday, April 19, 2011
მერიაში ჭადრაკის ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
თბილისის მერიაში საორგანიზაციო კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებული უკვე განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს. 6-19 მაისს თბილისში ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც 40 ქვეყნის 200 უძლიერესი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენს.საერთაშორისო ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით, შეიქმნა საორგანიზაციო კომიტეტი, რომელსაც თბილისის მერი გიგი უგულავა ხელმძღვანელობს. საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, ცნობილი ქართველო მოჭადრაკეები, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლები შედიან.გიგი უგულავა: საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წელს, ექვს მაისს იწყება ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ჩვენი ქალაქისა თუ ჭადრაკის განვითარებისთვის. ქალთა ჭადრაკი ერთ–ერთი იმ სპორტთაგანია, რომლითაც ტრადიციულად ვამაყობთ. ეს ტურნირი დამატებითი სტიმულია ჩვენი საზოგადოებისთვის, რათა უფრო მეტი ახალგაზრდა დაკავდეს სპორტის ამ სახეობით. ის ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სპორტული ბიოგრაფიის გამრავალფეროვნებისთვის, უფრო მეტი საერთაშორისო დონის ტურნირის მოსაზიდად და ჩასატარებლად. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს იმიჯისთვის, ასევე სპორტის, ტურიზმის განვითარებისთვის და დასაქმებისთვის. ვინაიდან, თითოეული საერთაშორისო ღონისძიება თუ ტურნირი ნიშნავს უფრო მეტ მოზიდულ ტურისტს, ვიზიტორს ქალაქში და ეს დამატებით დახარჯული თანხაა ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ. ყველა ამ ღონისძიებას ბუნებრივია ესაჭიროება მომზადება და დღეს ჩვენ შევიკრიბეთ სწორედ იმისათვის, რომ გავიაროთ საორგანიზაციო საკითხები, რათა ჩემპიონატმა ჩაიაროს უმაღლეს დონეზე. არ იყოს ხარვეზი და ყველაფერი ჩატარდეს ისე, როგორც შეეფერება სპორტის ძალიან მნიშვნელოვან, ტრადიციულ სახეობას.
თბილისის მერმა დიდ დიღომში დასრულებული მშენებლობა დაათვალიერა
გიგი უგულავამ კომპანია „დექსუსის“ მიერ, „დიდი დიღმის ოაზისის“ მეხუთე კორპუსის დასრულებულ მშენებლობა დაათვალიერა, რომელშიც კუთვნილი საცხოვრებელი და კომერციული ფართები ოცმა მომხმარებელმა მიიღო. „დიდი დიღმის ოაზისის“ მეხუთე კორპუსი რიგით მეოთხე ობიექტია, რომელიც „დექსუსმა“ „ცენტრ პოინტის“ მართვაში აღების შემდეგ დაასრულა. პროექტზე მუშაობა კომპანიამ მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და დაახლოებით 250 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. მეხუთე კორპუსთან ერთად, „დიდი დიღმის ოაზისში“ უკვე დასრულდა პირველი კორპუსის მშენებლობაც და კომპანია სამშენებლო სამუშაოებს კომპლექსის დარჩენილ კორპუსებში აწარმოებს. "დექსუსმა" სამშენებლო ბაზრის ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი, „ცენტრ პოინტის“ ჯგუფის 100%-ანი წილი მართვაში 2010 წლის სექტემბერში აიღო. „დექსუსის“ მართვაში შესვლამდე პროექტებში სამშენებლო სამუშაოები შეჩერებული იყო. შემუშავდა „ცენტრ პოინტის“ რეაბილიტაციის გეგმა, რომლის მიხედვით, 2012 წლის აპრილამდე მომხმარებლების 51,5% დაკმაყოფილდება. ცენტრ პოინტის რეაბილიტაციის გეგმა სტაბილურად გრძელდება და მომხმარებლების დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. გიგი უგულავ: წლის ბოლოსთვის ეს მშენებლობა მთლიანად დასრულდება. ანუ რაც თქვენ მართვაში გადაიბარეთ კომპანია წინა წელს, ეს არის დასრულებული მეოთხე ობიექტი. წლის ბოლომდე ვალდებულებების ნახევარზე მეტი იქნება გასწორებული. მერიასთანაც განახლდა უკვე მშენებლობა, პრაქტიკულად ყველა მკვდარი ობიექტის მშენებლობა განახლებულია. ჩვენი პროგრამა, რაც ეხლა გამოვაცხადეთ თქვენც მოგეხმარებათ, შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ პროგრამით, მთავარია, რომ ეს გაყინული მშენებლობები, რაც გვაქვს დავძრათ. ჩვენი ამოცანაა, რომ ქალაქში აუშენებელი კარკასები არ დაგვრჩეს, მშენებლობები განახლდეს და ხალხი დასაქმდეს. მართალია ამ შემთხვევაში ეს კერძო დასაქმებაა, ჩვენ უბრალოდ გეხმარებით, მაგრამ ჩვენი პროგრამა ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის ახალი ეტაპი, რომელიც დასრულებულ, ექსპლუატაციაში მიღებულ შენობაში კვადრატულ მეტრში 400 დოლარის შეთავაზებას ითვალისწინებს, არის სტიმული, რომ მშენებელმა ფული მოიზიდოს ბანკისგან, თუ ნებისმიერი სხვა საფინანსო ინსტიტუტისგან. ეხლა მთავარია, რომ ვიმუშაოთ, აქტიური სეზონი მოდის სამშენებლო სამუშაოებისთვის და მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იპოვოს სამუშაო ადგილი და თუნდაც სეზონურად დასაქმდეს.
Monday, April 18, 2011
თბილისის მერმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა სპორტული თამაშობების საგულშემატკივრო ჰიმნის კონკურსი გამოაცხადეს
ბოლო წლების განმავლობაში ქართული სპორტული ცხოვრება საინტერესო და დატვირთული გახდა. ყოველივე ამან შესაძლებელი გახადა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დადებითად წარმოჩენა. სპორტულ ღონისძიებებსა და შეჯიბრებებს თან ახლავს გულშემატკივართა განსაკუთრებული აქტიურობა და მხარდაჭერა, რომელთა მხრიდან წამოსული დადებითი ემოცია და მუხტი თითოეულ სპორტულ მოვლენას განსაკუთრებულ ელფერს სძენს.საქართველო მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობს. 2011 წელს მაისში თბილისში სწრაფ ჭადრაკში ევროპის ქალთა ჩემპიონატი გაიმართება, ხოლო 2015 წელს კი უმნიშვნელოვანესი მოვლენა - ევროპის ახლაგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება, რომელის მასპინძლობა ნებისმიერი ქალაქისათვის უდიდეს პატივი და პასუხისმგებლობაა.სპორტის სხვადასხვა სახეობის მხარდაჭერის მიზნით, ქართველი სპორტსმენებისა და გულშემატკივრებისთვის გამაერთიანებელი ჰიმნი შექმნება, რომელიც, თავისი არსით, ქართველ სპორტსმენებსა და ქართული სპორტის გულშემატკივარებს გააერთიანებს. მსურველებს განაცხადების შემოტანა 20 მაისამდე თბილისის მერიაში შეეძლებათ. მათ სიმღერა ჩანაწერის სახით კომპაქტ დისკზე უნდა წარმოადგინონ. გამარჯვებულს კომპატენტური ჟიური გამოავლენს, რომელსაც 2000 ლარი გადაეცემა, ხოლო სიმღერის ტექსტის ავტორი 700 ლარს მიიღებს. ჰიმნის სტუდიური ჩანაწერისა და კლიპის გადაღების ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს. გიგი უგულავა: სანამ დეტალებს გაგაცნობთ, ერთ რამეს გეტყვით: ჩვენთან დამკვიდრებული სტერეოტიპია, რომ ობიექტური გულშემატკივარი არსებობდეს. ჩემი აზრით ეს არის ყველაზე მავნე სტერეოტიპია, რომელიც ჩვენ უნდა დავძლიოთ. არ შეიძლება, რომ გულშემატკივარი იყოს ობიექტური, ის მხარს უნდა უჭერდეს სასურველ გუნდს. ამიტომ საგულშემატკივრო ჰიმნი ემსახურება იმას, რომ ჩვენი გულშემატკივარი იყოს ბევრად უფრო მოტივირებული, კონსოლიდირებული და ჰქონდეს ერთსულოვნების განცდა გუნდურ სახეობებში, მოედანზე იქნება ეს თუ დარბაზში. რომ ვიყოთ სუბიექტურები, როგორც გულშემატკივრები და ერთ გუნდათ შეკრულები ამას ყველაზე მეტად ერთიანი შეძახილი სჭირდება. კალენდრის მიხედვით ჩვენი ყველაზე დიდი ასპარეზობა წელს კალათბურთშია. მინდა მათ წარმატებები ვუსურვო. დღეიდან ეს კონკურსი ოფიალურად გამოცხადდება, ერთი თვის განმავლობაში ჩვენ მივიღებთ შეთავაზებებს და შემდეგ გამარჯვებულს კომპატენტური ჟიური გამოავლენს.
Sunday, April 17, 2011
გიგი უგულავამ მთაწმინდის პარკში ახალი ატრაქციონი "ამერიკული მთები" გახსნა
მთაწმინდის პარკს ახალი ატრაქციონი „Roller Coaster” შეემატა. „Roller Coaster” საქართველოში პირველი ყველაზე მასშტაბური ექსტრემალური ატრაქციონია, რომლის ტრასის სიგრძე 490, ხოლო სიმაღლე – 24 მეტრია, ერთი წრის ხანგრძლივობა 100 წამია. ატრაქციონზე 6 მატარებელი მოძრაობს, მათზე ერთდროულად 24 ადამიანი თავსდება.
„Roller Coaster” შემოწმებულია მსოფლიოში აკრედიტებული კომპეტენტური კომპანიების ექსპერტების მიერ. ატრაქციონების საბოლოო ტექნიკურ უსაფრთხოებასა და მის საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობას, საერთაშორისო ორგანიზაცია „TUV NORD“ უზრუნველყოფს, რომელიც ატრაქციონის წარმოებისა და საბოლოო პროდუქტის სერტიფიცირებას ახდენს.
კომპანია „International Amusement Park LLC” –ის მიერ ახალი ატრაქციონის გახსნით შესრულდა კიდევ ერთი ვალდებულება, რომელიც კომპანიას დედაქალაქის მერიასთან ხელშეკრულების ფარგლებში ეკისრება.
გიგი უგულავა: ვისაც ესეთი ატრაქციონები მოწონს, ეს ადრენალინის გამოყოფის ნამდვილად კარგი საშუალებაა, ის საკმაოდ მაღლა ადის. განცდა მართლაც ექსტრემალურია. მთაწმინდის პარკს კიდევ ერთი ღირშესანიშნაობა შეემატა, ატრაქციონი ახალი და უსაფრთხოა.

Friday, April 15, 2011
თბილისის მერმა გიგი უგულავამ ახალი ფარმაცევტული სუპერმარკეტი "სითი ფარმა" დაათვალიერა
“სითი ფარმა” დიდი ფორმატის ფარმაცევტული მარკეტია, სადაც პროდუქციის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. მარკეტში მომხმარებელი ჯანმრთელობისა და ჰიგიენისთვის ყველა საჭირო პროდუქციას კომფორტულ გარემოში, პროფესიონალი ფარმაცევტებისა და კონსულტანტების დახმარებით, დაბალ ფასად შეიძენს.
“სითი ფარმაში” ამჟამად 30 ადამიანია დასაქმებული. კომპანია ქსელის გაფართოებას წლის ბოლომდე, როგორც თბილისში ასევე რეგიონებშიც გეგმავს.
გიგი უგულავა: ეს არამარტო ახალი, არამედ მომხმარებლისთვის ახალი კონცეფციით შეთავაზებული ობიექტია, რომელიც აპრობირებულია განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც აფთიაქის ტრადიციულ წამლებთან ერთად არის ის საყოფაცხოვრებო, ქიმიური, კოსმეტიკური თუ სხვა ტიპის ნივთები, რომლებიც აუცილებელია ადამიანისთვის. ეს იძლევა საშუალებას, რომ უფრო მეტი ადამიანი მოიზიდო და პარალელურად ფასებიც ხელმისაწვდომი გახადო. ამ თვალსაზრისით, სიახლე არის სწორედ ის, რომ საშუალო ბაზრის ფასებთან შედარებით აქ წარმოდგენილი მედიკამენტები დაახლოებით ათი პროცენტით ნაკლები ღირს, რაც ძალიან მნივნელოვანია სოციალურად დაუცველი ფენისთვის და ნებისმიერი ადამიანისვის, ვისთვისაც მედიკამენტების ფასი ყოველთვის ერთერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ეს არის კარგი მაგალითი, ინოვაციური მოდელი, რომელიც ლიბერალიზირებულია კანონმდებლობის შედეგად. იმიტომ, რომ, ადრე კანონი არ უშვებდა ასეთ კონფიგურაციულ ქსელებს. ლიბერალიზაციის, კერძო ინვესტიციებისა და კერძო ძალისხმევის შედეგად, ჩვენ შევძლებთ შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები. იმიტომ, რომ, სულ ხუთი ობიექტი იქნება, რომლებშიც დაახლოებით ორასი ადამიანი იმუშავებს. პარალელურად, ჩვენ შევძლებთ ხელმისაწვდომი და მცირე ფასები დავიჭიროთ იმ საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებსა და მედიკამენტებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის.

Thursday, April 14, 2011
თბილისის მერმა გიგი უგულავამ დიდუბეში მაღალტექნოლოგიური სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა
ახალი, თანამედროვე სტანდარტების სამაცივრე მეურნეობის ასაშენებლად შპს “დიდუბის მარკეტმა” 1,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. მეურნეობა იტალიური კომპანია “ტექნო ბლოკის” დანადგარებითაა აღჭურვილი და ანტიბაქტერიული ინდუსტრიული იატაკით არის მოპირკეთებული, რაც სურსათის უვნებლობის გარანტიას იძლევა. ობიექტის მშენებლობა ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამაცივრე მეურნეობაში 20 ადამიანია დასაქმებული, მათგან 6 თანამშრომელი მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან შეირჩა.გიგი უგულავა: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სამომხმარებლო საქონელის ფასების დაბალანსებაზე, აქ იგულისმება ხილი, ბოსტნეული და ის პროდუქტები, რომელიც პირველადი მოხმარების პროდუქციაა. ამისათვის აუცილებელია საცავი, სამაცივრო და შესაბამისი შენახვის ინფრასტრუქტურის არსებობა. ამ თვალსაზრისით, ეს არის პირველი ობიექტი, რომელიც თბილისში გაიხსნა და თითოეული ასეთი ობიექტის მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი მალფუჭებადი ან ნებისმიერი საკვები პროდუქტი იყოს შენახული სათანადო პირობებში და მისი ვარგისიანობა გარანტირებული იყოს. თბილისში წლის განმავლობაში კიდევ ორი ძალიან მსხვილი სამაცივრო და შესანახი მეურნეობა აშენდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მაქსიმალურად დავიცვათ თავი ფასების დიდი რყევებისაგან, რაც თითოეული თბილისელის ინტერესებში შედის.
Wednesday, April 13, 2011
თბილისის მერმა გიგი უგულავამ ბულაჩაურის ქუჩაზე "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის " ფარგლებში დასრულებული მშენებლობა დაათვალიერა
თბილისის მერიის პროექტი - “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” სამუშაო ადგილების შექმნას, ავარიული საბინაო ფონდისა და ისტორიული უბნების რეაბილიტაციას, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, შეჩერებული მშენებლობების დასრულებასა და ეკონომიკური აქტივობის ზრდას ითვალისწინებს. სამშენებლო კომპანია „ნიკემ“ “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” მეორე ეტაპში მიიღო მონაწილეობა და პროექტის ფარგლებში, ბულაჩაურის ქუჩაზე 2 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე, ორი 13 და 15 სართულიანი სახლის მშენებლობა დაასრულა. კომპანიამ ავლაბარსა და დიდუბეში ავარიულ და გაუსაძლის პირობებში მცხოვრები 12 ოჯახი 22 ახალი, კომფორტული ბინით დააკმაყოფილა. მათ გარდა ახალი ბინებით დაკმაყოფილდა ასევე ის 88 ოჯახი, რომლებმაც სამშენებლო კომპანიისგან სახლები რამოდენიმე წლის წინ შეიძინეს და მშენებლობის დასრულებას ელოდნენ. თანამედროვე დიზაინის კორპუსებში დამონტაჟდა ლიფტები, სადარბაზოები მოპირკეთდა და ეზო კეთილმოეწყო. აღნიშნული მშენებლობის დასასრულებლად „ნიკეს“ “თიბისი ბანკმა” „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში 2 500 000 დოლარის ოდენობით სესხი გამოუყო. მშენებლობაზე 50 ადამიანი მუშაობდა. გიგი უგულავა: პროგრამა ,,ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე’’, რომელიც ჩვენ ერთი წელია დავიწყეთ, თავის კონკრეტულ შედეგებს გვაძლევს. კონკრეტული შედეგი არის ის, რომ სამშენებლო ბიზნესი და მთლიანად მშენებლობა, რომელიც ჩვენი ქალაქის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია განვითარდა და შესაბამისად მრავალი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ამიტომ ის ინექცია, რომელიც ამ პროგრამის სახით შევიდა ამ სფეროში პრაქტიკულად განმსაზღვრელი იყო იმისათვის, რომ მთლიანად სფერო არ წაქცეულიყო. ამ პროგრამას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ოთხასი ოჯახისთვის, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში უკვე დაკმაყოფილდა. ჩვენ ამ პროგრამის განახლებაზე, მოდიფიცირებაზე, გამარტივებაზე ვსაუბრობთ და ის ბევრად უფრო ყოვლისმომცველი იქნება. მალე საზოგადოებას ახალ სტიმულს მივცემთ მშენებლობებით, რამაც ჩვენი ვარაუდით საკმაოდ დიდი რაოდენობით ადამიანების დასაქმებას უნდა შეუწყოს ხელი თბილისში.
Tuesday, April 12, 2011
თბილისის მერია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გამწვანების აქციას განაგრძობს
ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერიამ სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის,მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, გამწვანების სამდღიანი აქცია დაიწყო.აქციის ფარგლებში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე,კედარისა და ფიჭვის 500 ძირი ნერგი დაირგო. ქალაქში გამწვანების ღონისძიებები ეტაპობრივად მიმდინარეობს.სეზონზე კიდევ 5 000-მდე ხე-მცენარე დაირგვება, რაც თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს და რეკრეაციული ზონების რაოდენობას გაზრდის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის მერიის ინიციატივით, ქალაქში ფოთლოვანი და წიწვოვანი ჯიშის 60 000-მდე ხე დაირგოგიგი უგულავა: ჩვენ უკვე მეორე წელია საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით გამწვანების აქციების ტრადიცია დავამკვიდრეთ, რასაც თბილისის ეკოლოგიისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს ეს აქცია თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება, პარალელურად არსებული ტყეების მდგომარეობის შესწავლა და მისი გაჯანსაღება მიმდინარეობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ტყის ახალი მასივების შენდება, მაგალითად გლდანში, სადაც ყოფილი ნაგავსარელი უკვე დაიხურა და იქ გვინდა ამ ადგილს რეკრეაციული ფუნქცია შევძინოთ. საბოლოო ჯამში ყველა ეს ღონისძიება, გრძელვადიან პერსპექტივაში,თბილისს ეკოლოგიურად სუფთა და მწანე ქალაქად აქცევს.
Monday, April 11, 2011
გუდაურის განვითარების სამომავლო გეგმები თბილისის მერმა გიგი უგულავამ მოწვეულ ექსპერტებს, სპორტსმენებსა და ბიზნესმენებს გააცნო
სამთო–სათხილამურო კურორტ გუდაურის პოპულარიზაციისა და საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის მიზნით, თბილისის მერია გუდაურის განვითარების პროექტის განხორციელებას იწყებს. შედეგად, გუდაურში გაიზრდება ტურისტების რაოდენობა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და შესაბამისად ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლები მოიმატებს. სრული დატვირთვით იმუშავებს სპორტული სკოლები, განვითარდება ინფრასტუქტურა, რაც საერთაშორისო ტურნირების ჩატარების შესაძლებლობას შექმნის. თბილისის მერია პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ინფრასტუქტურის განვითარებას უზრუნველყოფს, გაუმჯობესდება არსებული და მოეწყობა ახალი სათხილამურო ტრასები და საბაგირო, დაიგება ევროპული სტანდარტების გზები, მოხდება ელექტრო ენერგიისა და წყლის უწყვეტი მომარაგება, შეიქმნება დასუფთავების სამსახური, პარკირებისათვს გამოიყოფა ტერიტორიები, კურორტს 24 საათის განმავლობაში სასწრაფო, სამაშაველო და სახანძრო სამსახური მოემსახურება. გუდაური აღიჭურვება თანამედროვე თოვლის სატკეპნი მანქანებით, მოეწყობა სხვადასხვა სახის გასართობი ცენტრები და კურორტზე ჭირელესს ინტერნეტის სისტემა იმუშავებს.
გუდაურის განვითარების პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ტერიტორიის რელიეფის ანალიზი, ახალი სათხილამურო ტრასების პროექტირება, საბაგირო სქემის მომზადება და საინჟინრო ინფრასტუქტურის დაპროექტება. სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების გეგმების შესახებ, სასტუმრო გუდაურში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი გიგი უგულავა, მერიის სხვადასხვა უწყების წარმომადგებლები და სამთო-სათხილამურო კურორტების გაცნობის მიზნით, საქართველოში სტუმრად მყოფი უცხოელი ექსპერტები, სპორტსმენები, ჟურნალისტები და ბიზნესმენები დაესწრნენ. უცხოელ სტუმრებს შორის ცნობილი მოთხილამურე, მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი და ზამთრის ოლიმპიადების გამარჯვებული, ლეგენდარულ მოთხილამურე - ალბერტო ტომბა იყო. უცხოელი ექსპერტების ვიზიტის მთავარი ამოცანა საქართველოს სამთო–სათხილამურო კურორტების პოპულარიზაცია და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაა.
გიგი უგულავა: მაისიდან გუდაური, როგორც კურორტი, ანუ ის ტერიტორია, რომელიც დღეს დაფიქსირებულია, როგორც საკურორტო–რეკრეაციული ზონა, ჩამოყალიბდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და მის მართვას განახორციელებს თბილისის მერია. მინდა ავღნიშნო, რომ აქ არ იგულისხმება არანაირი ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილება, საუბარია მხოლოდ კურორტის მართვაზე. სხვა თვითმმართველობებთან შედარებით თბილისს ყველაზე მეტად აქვს იმ ინფრასტრუქტურის განვითარების გამოცდილება, რაც აუცილებელია ნებისმიერი კურორტისთვის, ანუ თბილისს აწყობილი აქვს: დასუფთავება, წყლის მომარაგება, გარე–განათება, გზები, სასწრაფო–სამედიცინო, სახანძრო მომსახურება ანუ ყველაფერი ის, რაც აუცილებელია გუდაურის განვითარებისათვის.

Friday, April 8, 2011
თბილისის მერმა გიგი უგულავამ შერატონ მეტეხი პალასში გამართული დასაქმების ფორუმი დაათვალიერა და კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრა
USAID–ისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, შერატონ მეტეხი პალასში დასაქმების ფორუმი გაიმართა,რომელშიც 50 კერძო კომპანია მონაწილეობდა.
თბილისის მერი გიგი უგულავა კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრა და დამსაქმებელ კომპანიებს მათი მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციისა და განათლების მიხედვით, მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან შერჩეული 300 ადამიანის მონაცემები გააცნო. დასაქმების მსურველთა ბაზა მერიაში რამოდენიმე თვეა შეიქმნა და ის ქალაქის 30 მუნიციპალიტეტში არსებულ, მუშაობის დაწყების მსურველთა მონაცემებს აერთიანებს. ერთიან ბაზაში დარეგისტრირება ნებისმიერ პირს შეუძლია. თბილისის მერია თანამშრომლობს კერძო სექტორში მოქმედ კომპანიებთან, შესაბამისად ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას არსებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით და ბაზაში დარეგისტრირებულ პირებს მუშაობის დაწყებაში ეხმარება. დასაქმების ფორუმი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის კომუნიკაციის გამარტივებას. ფორუმი დასაქმების მსურველ პირებს ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს დამსაქმებელი კომპანიებისა და იქ დასაქმების პერსპექტივების შესახებ; ასევე ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს თუ სად შეიძლება დასაქმებისთვის საჭირო უნარ–ჩვევების შესწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება; ფორუმში მონაწილე ტურზიმისა და მომსახურების სექტორის კომპანიები და ტრენინგ ინსტიტუტები საკუთარი ორგანიზაციების საქმიანობას წარადგენენ, თუ რა სახის მომსახურებას ეწევიან ისინი და რა საკადრო–საკვალიფიკაციო მოთხოვნები გააჩნიათ. მსგავსი ტიპის ფორუმები დაეხმარება, როგორც სამსახურის მაძიებლებს, ასევე კერძო სექტორში მოღვაწე კომპანიებს, რათა მარტივად შეძლონ მათთვის საჭირო, კვალიფიციური კადრების მოძებნა.
გიგი უგულავა: დასაქმების ფორუმი ძალიან კარგი ტრადიციაა, რომელიც ჩვენთანაც მკვიდრდება. ბევრ ქვეყანაში ეს არის აპრობირებული და უნიკალური შესაძლებლობა, რათა დამსაქმებლებმა გამოიტანონ თავიანთი ვაკანსიები და შეხვდნენ დასაქმების მსურველებს. უმუშევრობა ისეთი პრობლემაა, რომელზე ლაპარაკიც კი ძნელია. თითოეული სამუშაო ადგილის შექმნას ძალიან დიდი ძალისმევა სჭირდება. ამიტომ ეს პრობლემა კომპლექსურია და მიხარია, რომ ძალიან ბევრი ორგანიზაციაა მასში ჩართული. ამ პროგრამის ფარგლებში მთელ საქართველოში სამი თასი ადამიანია დასაქმებული. ეს ფორუმი, რომელმაც თბილისში აიღო სტარტი, ჩატარდება საქართველოს დიდ ქალაქებში და შემოდგომაზე კვლავ თბილისში გაგრძელდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ბევრი აქ მოსული ადამიანი შემოდგომისთვის დასაქმდება და აქ აღარ მოვა. ეს არის ჩემთვის მთავარი და მნიშვნელოვანი.

Thursday, April 7, 2011
თბილისის მერმა გიგი უგულავამ და საფრანგეთის ელჩმა ერიკ ფურნიემ ფრანგული კულტურის ცენტრი გახსნეს
საფრანგეთის საელჩო საქართველოში აგრძელებს მუშაობას ფრანგულენოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციების რეორგანიზების მიზნით. ამ ეტაპზე ა.დიუმას სახელობის ფრანგული კულტურული ცენტრის განახლება განხორციელდა. ცენტრმა შეიცვალა სახელწოდება და დღეიდან მას ფრანგული ინსტიტუტი ეწოდება. ასევე შეიცვალა მისამართი და ის განახლებულ, დავით აღმაშენებლის გამზირზე განთავსდა. ინსტიტუტი მიზნად ისახავს ფრანგული კულტურის პოპულარიზაციასა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.
გიგი უგულავა: ფრანგული კულტურა მსოფლიო კულტურის ერთ–ერთი მთავარი მედროშეა. ფრანგული ენა ევროპის ოფიციალური ენაა. სულ უფრო და უფრო მეტი ჩვენი თანამოქალაქე ცდილობს ისწავლოს ის, დაეუფლოს ამ კულტურას და იყოს მისი ნაწილი. ეს ცენტრი გუდიაშვილის ქუჩაზე ფუნქციონირებდა დღეს ის აღმაშენებლის გამზირზე განთავსდა და გამზირს უფრო მრავალფუნქციურს გახდის.

Wednesday, April 6, 2011
თბილისის მერმა სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ახალი სავაჭრო ცენტრი დაათვალიერა და ობიექტზე დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა
შპს "პატრიოტი 2006" საქართველოში სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ერთ - ერთი მსხვილი იმპორტიორია, რომელიც მომხმარებელს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის, თურქეთისა და ჩინეთის პროდუქციას სთავაზობს. კომპანია საშუალო ფენის მომხმარებელზეა ორიენტირებული, რაც პროდუქციის ხელმისაწვდომ ფასებზე აისახება. კომპანიის სათაო ოფისი ბათუმში მდებარეობს. მენეჯმენტის გადაწყვეტილებით მათ ქსელის გაფართოვების მიზნით, თბილისში, სტანისლავსკი ქუჩაზე 3000 კვ. მეტრ ტერიტორიაზე ოთხ სართულიანი სავაჭრო ცენტრი ააშენეს. ახალ ობიექტში 35 ადამიანი დასაქმდა. "პატრიოტი 2006" ქსელის გაფართოვებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უახლოეს მომავალში გეგმავს.
გიგი უგუგლავა: სამშენებლო სფეროს გამოცოცხლება სახეზეა, ასევე გაზრდილია სავაჭრო ქსელებში სამშენებლო მასალებზე მოთხოვნა, რაც იმას მიგვანიშნებს, რომ ეს სექტორი, რომელიც ეკონომკური კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, გამოცოცხლების სტადიაშია. ამას ნაწილობრივ ხელი შეუწყო ჩვენმა პროგრამამ: "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე", რომლის მომდევნო ეტაპს ჩვენ უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ და ის იქნება უფრო მნიშვნელოვანი და ფართო სეგმენტს მოიცავს. ეხლა მთავარია, რომ ეს პერიოდი რომელიც ყველაზე აქტიურია სამშენებლო თვალსაზრისით მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ხელი შევუწყოთ მას, რადგან როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დასაქმებაზე, ყველაზე მეტი დასაქმების შესაძლებლობა არის სწორედ სამშენებლო სფეროში.

Tuesday, April 5, 2011
თბილისის მერმა გიგი უგულავამ და „ბაზის ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ზურაბ ციხისთავმა ბანკის ახალი სათაო ოფისი გახსნეს
„ბაზის ბანკის“ ახალი სათაო ოფისი ქეთევან წამებულის გამზირზე ისტორიულ–არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში განთავსდა. მის შეძენასა და რეაბილიტაციაში „ბაზისბანკმა“ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ღონისძიებაზე ბანკის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები შეჯამდება. ასევე დაგეგმილია „ბაზისბანკის ბიზნესმენთა კლუბის“ პრეზენტაციაც, რომელიც ხელს შეუწყობს კლუბის წევრებს შორის საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და გამოცდილების გაზიარებას.
“ბაზისბანკი“ 1993 წელს დაარსდა. 2008 წლის მაისში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მისი აქციონერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გახდა. „ბაზისბანკი“ სტაბილურობით, მრავალწლიანი გამოცდილებით, გონივრული მენეჯმენტითა და ფინანსური გამჭირვალობით გამოირჩევა. თბილისში ბანკის 14 ფილიალი ფუნქციონირებს, რომელიც ასი ათასზე მეტ კლიენტს ემსახურება. „ბაზისბანკის“ სტრატეგიულ მიმართულებას მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია: „დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიასთან ერთად“, რომელშიც „ბაზისბანკი“ 2010 წლის დასაწყისიდან ჩაერთო.
ამ მიმართულებით თბილისის მერია და „ბაზისბანკი“ მომავალშიც განაგრძობენ თანამშრომლობას, რაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ერთ–ერთი საუკეთესო მაგალითია.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ დავით აღმაშენებლის გამზირზე ახალი მულტიბრენდული მაღაზია “ვია მონტე–ნაპოლეონე” დაათვალიერა
“ვიამონტენაპოლეონეში” წამყვანი იტალიური ბრენდების: CANALI, BRIONI, KITON, ZILLI, RALPH LAUREN, ZIMMERLI, ROCCO P., MORESCHI და CORNELIANI უახლესი კოლექციები იქნება წარმოდგენილი. მაღაზიაში ოცი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2009 წლის ბოლოს დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ისტორიული ქუჩა აქტიური სავაჭრო და კულტურული გამზირის ფუნქციას შეიძენს.
გიგი უგულავა: მოკლე ისტორიას მოგიყვებით ამ შენობასთან დაკავშირებით, სანამ აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას დავიწყებდით, ამ ადგილას უსახური ჯიხური იდგა და ჩვენ დიდი ძალისხმევის შედეგად შევძელით ამ ჯიხურის აღება. შემდეგ იყო ერთ–ერთი არჩევნები და ვინც კი დიდუბეში კენჭს იყრიდა, მოდიოდა და ამ მშენებლობას აპროტესტებდა. წლების შემდეგ დასრულდა ეს მშენებლობა, ისევე როგორც აღმაშენებლის გამზირის ამ ნაწილის რეკონსტრუქცია. დღეს უკვე აქ პირველი მაღაზია იხსნება, სადაც ოცამდე ადამიანი იმუშავებს. ასე, რომ ერთი პატარა მაღაზიის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ გადაწყვეტილება არის მტკიცე და სწორი ის ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და შედეგიც არ დააყოვნებს, ეს შენობა ამის ერთ–ერთი ნათელი მაგალითია.

Friday, April 1, 2011
თბილისის მერი გიგი უგულავა “აზიის მერების მეორე საერთაშორისო ფორუმს” დაესწრო და მის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
ქალაქ სტამბულში "აზიის მერების მეორე საერთაშორისო ფორუმი" გაიმართა, რომლის მთავარ მიზანს ფორუმში მონაწილე ქალაქებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და მჭიდრო კავშირის დამყარება წარმოადგენდა. ყოველივე ეს კი აზიის მეტროპოლიის ურბანულ განვითარებას შეუწყობს ხელს. ფორუმის მონაწილეები მსოფლიო კრიზისის შედეგად, აზიის ქალაქების ეკონომიკურ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მსჯელობდნენ. აზიის ქვეყნების მერების მეორე ფორუმზე თბილისის მერი გიგი უგულავა ადგილობრივი მმართველობის სესიაზე სიტყვით გამოვიდა და თბილისში განხორციელებულ რეფორმებზე(მოსახლეობის მიერ პირველად მერის პირდაპირი გზით არჩევაზე, ბიუროკრატიის შემცირებაზე, ადმინისტრაციული და მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესებაზე) ისაუბრა. თბილისის მერმა ფორუმის მონაწილეებს მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ისეთ პროექტები გააცნო,რომლებიც ქალაქში ახალ სამუშაო ადგილების შექმნას უწყობენ ხელს.
Subscribe to:
Posts (Atom)