კომპანია „დექსუსმა“ კიდევ ერთი შეჩერებული პროექტის მშენებლობა განაახლა. წყნეთში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის სამუშაოების განახლებას თბილისის მერი გიგი უგულავა, კომპანიის დამფუძნებლები და ის მომხმარებლები დაესწრნენ, რომლებიც კომპლექსში კუთვნილი ფართების მიღებას წლების განმავლობაში ელოდებიან.
„დექსუსი“ აღნიშნული ობიექტის მშენებლობაში მილიონ ნახევარი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს დამთავრდება. პროექტის დასრულების შემდეგ კუთვნილ ფართს 30 მომხმარებელი მიიღებს.
გიგი უგულავა: გასული წლის შემოდგომიდან ,,ცენტრ პოინტის’’ მართვა კომპანია ,,დექსუსმა’’ დაიწყო და ეტაპობრივად იწყება ყველა დაგროვილი ვალდებულებების გასტუმრება. ამ ობიექტზე 30 ოჯახს ქონდა ნაყიდი ბინა. სულ მთლიანად წლის განმავლობაში ყველა მობინადრის, ანუ 52 % -ის დაკმაყოფილება მოხდება. ეს კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება ეტაპობრივად კარგი და მკაცრი მენეჯმენტით დაგროვილი პრობლემების მოგვარება. ეს განსაკუთრებით მშენებლობის სფეროს ეხება. სწორედ ამიტომ, ჩვენ წამოვიწყეთ პროგრამა, ,,ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ახალი ეტაპი, რომელიც შეჩერებული მშენებლობების სტიმულირებას და ახალი მშენებლობების დაწყებას ემსახურება. ამ თვალსაზრისითაც, უკვე არის არსებითი გამოცოცხლება ბაზარზე და დარწმუნებული ვარ ეს გაზაფხული ძალიან გარდამტეხი იქნება თბილისში სამშენებლო ბიზნესის და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის.
No comments:
Post a Comment