თბილისის მერია ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს სოფელი დიღმის ცენტრალურ გზაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სამუშაოები სოფელ დიღომში დიდგორის ქუჩაზე 4 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელი დიღმის მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული გადაადგილების პრობლემა მოეხსნება.
გიგი უგულავა: როგორ იცით, სოფელი დიღომი რამოდენიმე წლის წინ შემოუერთდა თბილისს და როგორც ყველა შემოერთებულ სოფელს, რომელიც არსებითად თბილისთან იყო დაკავშირებული, მთელი რიგი პრობლემები გადმოყვა. დასუფთავება, განათება, კეთილმოწყობა და ნებისმიერი ინფრასტრუქტურა, რაც ქალაქისთვის არის დამახასიათებელი, ყველა ასეთ შემოერთებულ ტერიტორიაზე ძალიან პრობლემური იყო. ეტაპობრივად აქ გაკეთდა ახალი სკოლა, საბავშვო ბაღი, გაუმჯობესდა წყლის მიწოდება და უკვე დავიწყეთ ცენტრალური გზის კეთილმოწყობა. ეს არის დაახლოებით 4 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც მთელ სოფელს აერთებს ქალაქთან. დარწმუნებული ვარ, რომ ნელ-ნელა სოფელი დიღმის მოსახლეობა თბილისის სრულფასოვან მოსახლეობად იგრძნობს თავს, ისე რომ ის ალტენტური ცხოვრების წესი, რაც სოფელი დიღმისთვისაა დამახასიათებელი შენარჩუნებული იქნება.
No comments:
Post a Comment