Sunday, May 29, 2011

გიგი უგულავამ ძველ თბილისში ფოტო-ფესტივალი დაათვალიერა

ევროპის კვირეულის ფარგლებში, თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ევროპის სახლისა და თბილისის ფოტოგრაფიის სახლის ინიციატივით, თბილისის ფოტო-ფესტივალი წელს მეორედ ჩატარდა. ფესტივალის ფარგლებში 29 მაისს ძველ თბილისში გამოფენა “ფოტოგრაფიის ღამე” იქნა წარმოდგნილი. დამთვარიელებელს აბანოთუბნიდან გუდიაშვილის ბაღამდე, ღია ცის ქვეშ ინსტალირებულ 10 ეკრანზე შესაძლებლობა ჰქონდა გასული წლის მსოფლიოს წამყვანი ფოტო სააგენტოების, საერთაშორისო გამოცემების, ფოტოკოლექტივებისა და საინფორმაციო სააგენტოების ფოტოპროდუქცია დაეთვალიერებინა. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ცნობილი ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი, თურქი და ირანელი ავტორების ნამუშევრები.

გიგი უგულავა:თბილისის ღია ფოტო-ფესტივალი შარშან დაიწყო და ის უკვე თბილისის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. გამოფენის ეს ფორმა ქალაქ არლიდან მოდის, საავტორო უფლება რა თქმა უნდა ორგანიზატორებს დარჩათ, ჩვენ კი გვაქვს საშუალება მათი თანხმობით ჩავატაროთ ეს ღონისძიება. წარმოდგენილია ბევრი საინტერესო ფოტო მასალა. რაც მთავარია ფესტივალი უფრო და უფრო მასშტაბური ხდება და კარგია, რომ მთლიანობაში ის ევროპის დღეების კონტექსტში ჩაჯდა და კარგად ჩაეწერა მაისის თბილისის ერთ-ერთ სასიამოვნო საღამოდ.

No comments:

Post a Comment