Tuesday, May 24, 2011

თბილისის მერი მსოფლიო ალაფის გახსნას დაესწრო

თბილისში 24 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, ოცწლამდელთა ასაკის მსოფლიო ალაფი გაიმართება. ჩემპიონატში 8 ქვეყნის: საქართველოს, კანადის, ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, ზიმბაბვეს, ურუგვაის, სამოასა და რუსეთის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ოთხი სათამაშო დღის განმავლობაში 16 მატჩი გაიმართება. გამარჯვებული ქვეყნის ნაკრები 2012 წელს კეიპტაუნში გასამართი მსოფლიო ასპარეზობის საგზურს მიიღებს და სარაგბო ელიტის გუნდებს შეერკინება.

მსოფლიო ალაფის გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო და მის მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა.

გიგი უგულავა: სასიხარულოა, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება შევიკრიბოთ და ვუგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს. ეს დიდი სპორტული დღესასწაულია და რაც მთავარია წინაპირობაა, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი სპორტიული ღონისძიების მასპინძლობას შევძლებთ. მინდა მივულოცო ეს დღე ჩვენს რაგბის კავშირს და კიდევ უფრო მეტი წარმატება ვუსურვო მათ. თქვენ კი ძვირფასო მეგობრებო, გისურვებთ ერთადერთს – გამარჯვებას.

No comments:

Post a Comment