Tuesday, May 31, 2011

ავტობუსების გაჩერებებზე ელექტრონული მაჩვენებლების მონტაჟი დაიწყო

თბილისის მერიამ ავტობუსების გაჩერებებზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ელექტრონული მაჩვენებლების მონტაჟი დაიწყო. პირველ ეტაპზე ქალაქში 20 მაჩვენებელი დამონტაჟდა. აგვისტოს ბოლომდე კი მგზავრებით ყველაზე მეტად დატვირთულ 450 გაჩერებაზე მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ზუსტად განსაზღვროს სასურველი მარშრუტის მოსვლის დრო და დროულად გადაადგილდეს.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ–ერთ გაჩერებაზე დამონტაჟებული ელექტრონული მაჩვენებელი დაათვალიერა და მის მუშაობასა და დროის სიზუსტეს ადგილზე გაეცნო.

გიგი უგულავა: ეს ტაბლოები ონლაინ რეჟიმში მუშაობენ და მგზავებს აბსოლიტური სიზუსტით აწვდიან ინფორმაციას, თუ რამდენ წუთში მოვა მათთვის სასურველი ავტობუსი. ყოველივე ამას დახლოებით იგივე ეფექტი ექნება, რაც შუქნიშნებზე ციფერბლატებისა და წამზომების დაყენებამ მოგვცა. ეხლა სატესტო ვარიანტი ჩაიწერა და ელექტრონული მაჩვენებლები უკვე 20 გაჩერებაზე დამონტაჟდა. აგვისტოს ბოლომდე ქალაქში არსებულ ყველა ძირითად გაჩერებებზე, სადაც რამდენიმე ავტობუსი ერთდროულად მოძრაობს, კიდევ 450 ტაბლო დამონტაჟდება.

No comments:

Post a Comment