Saturday, May 7, 2011

თბილისის მერმა გიგი უგულავამ სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების სავაჭრო ცენტრი გახსნა

თბილისში სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა, რომელიც თბილისის მერმა გიგი უგულავამ და კომპანიის დირექტორმა გიორგი გორგოშაძემ გახსნეს და წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერეს. კომპანია თანამშრომლობს თბილისის მერიასთან და უახლოეს მომავალში სავაჭრო ცენტრში თბილისის მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან 5 ადამიანს დაასაქმებს. კომპანია „ბი–ემ–სი გორგია“ მსოფლიოში წამყვან მწარმოებელთა სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების რეალიზებას წლების განმავლობაში წარმატებით ახორციელებს. კომპანიამ გაფართოვების მიზნით წერეთლის გამზირზე 7 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე 2 სართულიანი სავაჭრო ცენტრი გახსნა, სადაც ამ სფეროში მოღვაწე მსოფლიოში ცნობილი ბრენდების პროდუქციაა წარმოდგენილი. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მაღალი ხარისხის პროდუქცია საბითუმო ფასად შეიძინოს. ახალ სავაჭრო ცენტრში 200 ადამიანი დასაქმდა.

გიგი უგულავა: ჩვენ გამოვაცხადეთ ახალი ეტაპი "ძვლი თბილისის ახალი სიცოცხლის" , რომლის მიხედვით არსებითად ყველა მშენებელს ეძლევა სტიმული უფრო ადვილად მოიპოვოს ფინანსური რესურსი, იმისათვის, რომ მშენებლობა დაიწყოს ან დაასრულოს. ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ პროგრამის ფარგლებში, ნებისმიერ დასრულებულ მშენებობაში 400 დოლარი გადავიხადოთ. ეს ფორმულა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახის მშენებლობის სტიმულირება პირდაპირ არის მშენებლობის მომიჯნავე ბიზნესების განვითარებასთან დაკავშირებული, მაგალითად როგორიც არის ეს ბიზნესი. აქ 200 ადამიანი დასაქმდა. ჩვენი მთავარი საზრუნავი სამუშაო ადგილების შექმნაა და რაც უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მით უკეთესია თითოეული თბილისელისათვის.

No comments:

Post a Comment