ფაშიზმზე გამარჯვების დღე ევროპის ყველა ქვეყანაში 8 მაისს აღინიშნება. თბილისში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები კი დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, გამარჯვების დღეს 9 მაისს ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეკრებით აღნიშნავენ. სწორედ ამიტომ ფაშიზმზე გამარჯვების 66-ე წლისთავი თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს ვეტერანებს ვაკის პარკში მიულცა, ამ დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივი მიაგო.
თბილისში ამჟამად 1 348 ვეტერანი ცხოვრობს, მათ მერია ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით 200 ლარს გადასცემს და ქალაქის ყველა რაიონულ გამგეობაში ვეტერანებისთვის საზეიმო სადილი გაიმართება.
გიგი უგულავა: მინდა უკლებლივ ყველას მივულოცო ფაშიზმზე გამარჯვების დღე. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა არსებობს თარიღებთან დაკავშირებით, ობიექტურად მთელი მსოფლიო გამარჯვების დღეს 8 მაისს ზეიმობს. აქ შეკრებილი ხალხისთვის აქ მოსვლა ტრადიციაა და რომელი დღე იქნება ამას არსებითი მნიშვნელობა შეიძლება არ ჰქონდეს, მთავარია თანადგომა და ქედის მოხრა მათ წინაშე, ვინც თავი დადეს ფაშიზმთან ბრძოლაში.
No comments:
Post a Comment