თბილისში 6-დან 19 მაისის ჩათვლით, ჭადრაკში ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც 26 ქვეყნის 134 უძლიერესი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 110 000 ევროს შეადგენს. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 11 ტურად ჩატარდება და მისი მთავარი მსაჯი: მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონი ნანა ალექსანდრია იქნება.
ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში თბილისის მერმა გიგი უგულავამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის „ფიდეს“ პრეზიდენტმა კირსან ილუმჟინოვმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ გახსნეს.
გიგი უგულავა: სპორტის ეს სახეობა, განსაკუთრებით ქალბატონებში ტრადიციულად ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი საამაყო სპორტის სახეობას წარმოადგენს. ამიტომ ერთგვარად შეცდომის გამოსწორებაა, რომ სწორედ თბილისში ტარდება ასეთი რანგის ღონისძიება.
No comments:
Post a Comment