Saturday, May 7, 2011

გიგი უგულავამ ძაღლების საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა

თბილისში ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა, რომელიც თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა. გამოფენა ერთი დღის განმავლობაში გაგრძელდა და მასში 40 სხვადასხვა ჯიშის 185 ძაღლმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებული ძაღლი უკრაინელმა მსაჯმა გამოავლინა, რომელსაც სიგელი, თასი და სხვადასხვა ფასიანი საჩუქრები გადაეცა. აღნიშნული გამოფენა წელიწადში სამჯერ იმართება, რაც ჯიშიანი ძაღლების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

გიგი უგულავა: უკვე ტრადიციად იქცა, რომ თბილისში ძაღლების შეჯიბრება-კონკურსი იმართება. მე აქ ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მონაწილე ვარ, ჩემი ორი ძაღლი მონაწილეობს, ერთ-ერთი ეხლა შეჯიბრზე გადის, ვნახოთ რას იზავს.

No comments:

Post a Comment