საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს ინიციატივით, ბიზნეს-დაჯილდოება "მერკური 2011"გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ბიზნესის წარმოჩენას, მის წახალისებას და პოპულარიზაციას. ეროვნული ბიზნეს- დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი ბიზნესის წარმონადგებლებმა. ბიზნეს-დაჯილდოვების ცერემონია "მერკური 2011"-ს თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო და ნომინაციაში წლის აღმოჩენა - კომპანია “ბარამბოს“ დირექტორი იაგო ჩოჩელი დააჯილდოვა.
No comments:
Post a Comment