თბილისსა და პოლონეთის ქალაქ კრაკოვს შორის, თანამშრომლობისა და მეგობრობის შესახებ დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, თბილისში კრაკოვის დღეები გაიმართა. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში თბილისის მერმა გიგი უგულავამ და კრაკოვის მერმა იაცეკ მაჩკოვსკმა „კრაკოვის დღეები“ ოფიციალურად გახსნეს. „კრაკოვის დღეები“ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს მოიცავს. გახსნის ცერემონიაზე ჯარეკ სმიეტანის და პოლონური ჯაზ–კვარტეტის კონცერტი გაიმართა.
No comments:
Post a Comment