Friday, November 25, 2011

თბილისში პირველი "შოპინგ ფესტივალი" გაიმართება


თბილისში სავაჭრო ქსელის განვითარების, წინასაახალწლოდ საზოგადოების წახალისებისა და ქალაქში შოპინგ ტურიზმის განვითარების მიზნით, თბილისის მერიის ორგანიზებით, 9-11 დეკემბერს საქართველოში პირველი შოპინგ ფესტივალი გაიმართება.ფესტივალის განმავლობაში, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ქალაქში არსებულ სავაჭრო ცენტრებში, მაღაზიებში, რესტორნებსა და კაფე–ბარებში, ასევე სხვადასხვა  კომერციული ობიექტებში, სხვადასხვა ფასდაკლებებით ისარგებლოს.შოპინგ ფესტივალის ფარგლებში, ასევე გაიმართება გასართობი ღონისძიებები და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები. შოპინგ ფესტივალში მონაწილეობა ნებისმიერ კომერციულ ობიექტს შეუძლია. ამისათვის თითოეულმა მსურველმა თბილისის მერიის ვებ–გვერდზე: Tbilisi.gov.ge უნდა შეავსოს სპეციალური ანკეტა და დარეგისტრირდეს. დეკემბერში დაგეგმილ პირველ შოპინგ  ფესტივალთან დაკავშირებული დეტალები, საზოგადოებას დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ პირადად გააცნო.
გიგი უგულავა: ეს მნიშვნელოვანი სიახლეა არა მხოლოდ დედაქალაქში მცხოვრებთათვის, რადგან ჩვენს მოქალაქეებს რეგიონებშიც ეცოდინებათ, რომ ასეთი დღეები არსებობს და თავიანთ ვიზიტრს თბილისში ამ დროს დაგეგმავენ. ასევე გვინდა ამ დღეების რეკლამირება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მოვახდინოთ, რადგან ერთერთი მთავარი რა პოტენციალიც თბილის გააჩნია, ეს არის რეგიონულ სავაჭრო ცენტარად ქცევა. ეს ბევრ სიახლეს მოუტანს არა მარტო იმ მაღაზიებს, რომლებიც ჩართული იქნებიან ან პროცესში, არამედ ეს არის დამატებიტი ფუნქცია მთლიანად ქალაქისათვის, რაც დამატებითი შემოსავალის მომტანია. ამ ფუნქციის გაძლიერებით ჩვენ შევძლებთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას მომსახურების სფეროში. მონაწილე კომპანიები ძალიან ბევრია და მე დარწმუნებული ვარ მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ მაღაზიებზე, არამედ ვფიქრობთ კაფეების, რესტორნების, ტურისტული მომსახურების მთელი სერვისის ჩართვაზე, იმისათვის რომ ეს დღეები იყოს ყოვლისმომცველი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოვლენა მნიშვნელოვან თარიღად ჩაიწერება ჩვენი ქალაქის ისტორიაში.  

Friday, September 30, 2011

თბილისში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება


თბილისის მერმა გიგი უგულავამ რამიშვილის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა, მდინარე ვერეს ხეობაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. რამიშვილის ქუჩაზე გზის სარეკოსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო. შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მიმდინარეობს ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობა, დაიგება 7 000 კვ.მეტრი ასფალტის საფარი და გაკეთდება ბორდიურები. სამუშაოებზე 50 ადამიანია დასაქმებული.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამიშვილის ქუჩა ჩიქოვანის ქუჩას - ჭავჭავაძის გამზირს დააკავშირებს და არაყიშვილის ქუჩას შეუერთება. ყოველივე ეს კი კვანძს გახსნის და  ამ მონაკვეთზე გადაადგილებას გაამარტივებს. ვაკისა და საბურთალოს მიმართულებით მოძრაობის განტვირთვის მიზნით, ვერეს ხეობაში  იყალთოს მთის გავლით  ახალი მაგისტრალისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გვირაბის გათხრითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო 2012 წელს დაიწყება რამიშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის (მე-9 საავადმოყოს მიმდებარე ტერიტორია) დამაკავშირებელი ახალი ორმხრივი გზის მშენებლობა. დედაქალაქის მასშტაბით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება, რაც საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებასთან ერთად, თბილისელების დასაქმების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
გიგი უგულავა: თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. ამ მიმართულებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენს სამუშაოებში შედის სატრანსპორტო კვანძების მოწესრიგება და გზების რეაბილიტაცია. პარალელურად მიდის ახალი ესტაკადებისა და შემაერთებელი გზების გაკეთება. ჩვენ შევძლებთ ვაკე და საბურთალო რეალურად დავაკავშიროთ ისე, რომ მანქანას არ მოუწიოს გმირთა მოედანზე ან ფილარმონიასთან ჩასვლა. ეს 2 პრობლემური მონაკვეთია. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ წლის დასაწყისში გვირაბის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. გაფართოვდა და პროფილს იცვლის რამიშვილის ქუჩა, რომელიც არაყიშვილის პერპენდიკულარული გახდება. ყველა ამ ღონისძიებით მანქანას შეეძლება ფალიაშვილიდან ან აბაშიძედან  დაახლოებით 3 წუთში იყოს ყაზბეგის გამზირზე. ეს არა მარტო დროს და გავლადობას ზრდის ქალაქში, არამედ უფრო კომფორტულს ხდის მოძრაობას. მთელ ამ სამუშაოებზე, რომლებიც ქართული კომპანიების მიერ სრულდება, 300 თბილისელია დასაქმებული. ამას ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რადგან ინფრასტრუქტურის განვითარებით ქალაქს დარჩება ახალი ინფრასტრუქტურა ხოლო პარალელურად გაჩნდება ბევრი ახალი სამუშაო ადგილი. ეს ყველაზე უფრო სწორი სოციალური დახმარებაა, ვინაიდან ქალაქს რჩება გზა, ხიდი, კომუნიკაცია, რასაც თავისი სიკეთე მოაქვს და პარალელურად იქმნება ძალაინ ბევრი სამუშაო ადგილი.

Wednesday, September 28, 2011

თბილისის მერი გიგი უგულავა ევროკავშირისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივ ტრეინინგს დაესწრო


თბილისის მერი გიგი უგულავა ევროკავშირისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივ ტრეინინგს დაესწრო, რომლის ძირითადი თემა დასაქმება და შრომის ბაზრის მართვაა. თბილისის მერი ასევე საერთაშორისო  დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, მათ მერიის დასაქმების  პროექტი გააცნო და  სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა.
თბილისის მერიისა და  დონორი ორგანიზაციების თანამშრომლობის ფარგლებში, უახლოეს მომავალში  თბილისში არსებული შრომის ბაზრის კვლევა ჩატარდება და საჭირო კვალიფიკაციისა და ცოდნის მიღების მიზნით,  მერიის დასაქმების მსურველთა ბაზაში დარეგისტრირებულ პირთა პროფესიული გადამზადება დაიწყება. უმუშევრობის დონის შემცირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური ფონის გაუმჯობესების მიზნით, დასაქმების პროგრამა თბილისის მერიამ ერთი წლის წინ შეიმუშავა და მისი განხორციელება დაიწყო. პროგრამა დასაქმების მსურველთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციას, ვაკანსიების მოძიების მიზნით, კერძო სექტორში მოქმედ კომპანიებთან თანამშრომლობას, შრომის ბაზრის კვლევასა და ანალიზს მოიცავს.
დასაქმების ბაზაში მსურველთა რეგისტრაცია მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თბილისის მასშტაბით არსებულ 30 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.  ბაზაში ასევე ავტომატურად რეგისტრირდება ყველი ის პირი, რომელმაც თბილისის მერიის ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსები დაამთავრა.
დასაქმების პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერია თანამშრომლობს კერძო სექტორთან და ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას მათთან არსებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით. მოქნილი საძიებო სისტემის საშუალებით, დასაქმების მსურველთა ბაზაში ხორციელდება კონკრეტულ პოზიციაზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატურის შერჩევა და დამსაქმებლისთვის ინფორმაციის მიწოდება. მერიასა და კერძო კომპანიების ურთიერთთანამშომლობის ეს ფორმა  უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მოძიებასთან დაკავშირებული დროისა და ხარჯის დაზოგვას.
დასაქმების პროგრამის ფარგლებში, უახლოეს მომავალში დაიწყება შრომის ბაზრის კვლევა.  კვლევის შედეგების საფუძველზე, დაგეგმილია ბაზაში რეგისტრირებულ იმ მოქალაქეთა გადამზადება, რომელთა პროფესიები აღარ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს. ასევე, იგეგმება კონკრეტულ ვაკანსიაზე შერჩეული კანდიდატებისთვის სამოტივაციო ტრეინინგების ჩატარება და დასაქმების პროცესის სხვა ხელშემწყობი აქტივობები.
თბილისის მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან უკვე ასობით თბილისელი დასაქმდა და განხორციელებული სიახლებით უახლეს მომავალში კიდევ ბევრი თბილისელი იპოვის მისთვის სასურველ სამსახურს.

Wednesday, September 21, 2011

თბილისის მერმა გიგი უგულავამ ფრენბურთის სპორტული ცენტრი დაათვალიერა


ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2015 წელს თბილისში გაიმართება. შესაბამისად ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს, რაც არსებული სპორტული ცენტრების სრულ რეაბილიტაციასა და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას გულისხმობს.
პროექტის ფარგლებში, კიევის ქუჩაზე მდებარე ფრენბურთის ორსართულიანი სპორტული ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა.   შენობაში გაკეთდა  დახურული და ღია სათამაშო მოედნები, გარემონტდა საშხაპეები, მწვრთნელებისა და საექიმო კაბინეტები, რაც სპორტსმენებსა და მწვრთნელებს კონფორტულად ვარჯიშისა და მუშაობის შესაძლებლობას მისცემს. სპორტული ცენტრი თანამედროვე კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემით აღიჭურვა, დამონტაჟდა ელექტრო ტაბლო.
განახლებულ შენობაში 30 სპორტსმენზე გათვლილი სასტუმროს ტიპის ოთახები და სასადილო გაკეთდა, რომელიც ადგილობრივ და რეგიონებიდან ჩამოსულ სპორტსმენებს მოემსახურება და ბაზაზე სათანადოთ მომზადების შესაძლებლობას მისცემს. ახალი კომპლექსი ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლებს.
სპორტული ცენტრი თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ფრენბურთელებს გაესაუბრა.
გიგი უგულავა: ფრენბურთი ერთ–ერთი იმ ცხრა სახეობიდან, რომლეშიც 2015 წლის ოლიმპიადაში შეჯიბრი გაიმართება. აქედან გამომდინარე, ამ სპორტის სახეობაში  ჩვენ ორი მიმართულებით ვემზადებით. ერთი მიმართულება არის ოლიმპიადისთვის 10-11 წლის ბავშვების მომზადება, ხოლო მეორე – თვითონ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ჩვენ შეგვიძლია ცხრა სახეობიდან თითოეულში წარმატებას მივაღწიოთ. პატარა ბავშვები, რომლებიც 10-11 წლის არიან, პროფესიულ ზრდას ეხლა იწყებენ და ისინი წარმოდგენილნი იქნებიან ევროპის ყველა ქვეყნიდან. შესაძლებლობა თანაბარია თუ სწორად დავგეგმავთ ამ პროცესს. ინფრასტრუქტურის მომზადებაც ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რათა გვქონდეს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სკოლების დიდმა უმრავლესობამ სპორტის სახეობებში სწორედ ფრენბურთი აირჩიეს, რაც ამ სპორტის მზარდ პოპულარობაზე მეტყველებს.

მთაწმინდის პანთეონში 1937 წელს რეპრესირებულთა სიმბოლური საფლავის მემორიალი გაიხსნა


მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში 1937 წელს რეპრესირებულ, უსაფლავო, ცნობილ მწერალთა და ხელოვანთა სიმბოლური საფლავის მემორიალი გაიხსნა. მემორიალის გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, რეპრესირებულთა ოჯახის წევრები  და  შთამომავლები, მემორიალის კონკურსის კომისიის წევრები და გამარჯვებული პროექტის ავტორი ნიკოლოზ მაისურაძე  დაესწრნენ. 2009 წელს თბილისის მერიამ  და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, არქიტექტორთა კავშირის მხარდაჭერით, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მემორიალის განთავსების მიზნით, 1937 წელს რეპრესირებულ, უსაფლავო ცნობილ მწერალთა და ხელოვანთა სიმბოლური საფლავის მემორიალის საუკეთესო  ესკიზური პროექტის გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადეს. კონკურსში მონაწილე 25 პროექტიდან, რომლებიც 2009 წლის 3 დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე საზოგადოებამ თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ მიმდინარე ექსპოზიციაზე იხილა, კომისიამ გამარჯვებულად ახალგაზრდა არქიტექტორის ნიკოლოზ მაისურაძის პროექტი დაასახელა.  მემორიალზე აღბეჭდილია ალექსანდრე ახმეტელის, ვახტანგ კოტეტიშვილის, ევგენი მიქელაძის, პეტრე ოცხელის, ტიციან ტაბიძის, დიმიტრი შევარდნაძისა და  მიხეილ ჯავახიშვილის უკვდავი სახელები.

თბილისის მერმა პროექტ “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” ფარგლებში მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა


 “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” ახალი ეტაპის ფარგლებში თბილისის მერიამ დაპირების ხელშეკრულება რამოდენიმე სამშენებლო კომპანიას უკვე გაუფორმა. მათ შორის არის ამხანაგობა „ბოჭორმა 29“, რომელმაც მერიის პროექტის დახმარებით სამუშაოები განაახლა. 12 სართულიანი  კორპუსის მშენებლობა 2012 წლის ზაფხულში დასრულდება  და ახალი სახლებით 48 ოჯახი დაკმაყოფილდება. ამხანაგობა „ბოჭორმა 29“ „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, „თიბისი ბანკმა“ 400 000 აშშ დოლარით დააფინანსა. განახლებულ მშენებლობაზე 20 ადამიანი დასაქმდა. პროექტი “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ უნდა განვითარდეს კერძო სექტორი, შეიქმნას სამუშაო ადგილები, დასრულდეს შეჩერებული ობიექტების მშენებლობა და გაუმჯობესდეს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები.
სამშენებლო ობიექტი თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და კომპანიის სამომავლო გეგმებს გაეცნო.
გიგი უგულავა: აღნიშნული მშენებლობა 6-8 თვეში დასრულდება. Pპარალელურად, სხვადასხვა სამშენებლო კომპანიისადმი გაცემულია დაახლოებით 40 მლნ დოლარის ექვალენტი საგარანტიო დაპირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქში დაახლოებით 20-25 შეჩერებული დიდი მშენებლობა განახლდა და სრულიაად ახალი ხალხი დასაქმდა. აგვისტოს ეკონომიკური დინამიკა,  როგორც ქვეყნის, ისე ქალაქის, ძალიან პოზიტიურია. იქნება ეს ტურიზმის, თუ დიდი მშენებლობების განახლების ხარჯზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დინამიკა შევინარჩუნოთ. ეს არის სამუშაო ადგილების შექმნის საწინდარი. რაც შეეხება მშენებლობას, მას განსაკუთრებით გამოვყობ, მიუხედავად იმისა, რომ სექტორის თვალსაზრისით ის ქალაქის ეკონომიკის მეორე-მესამე ადგილზეა, დასაქმების კუთხით  ის უალტერნატივოა, რადგან თვითონ მშენებლობას და მასთან დაკავშირებულ ყველა ბიზნესს ძალიან ბევრი სამუშაოს შექმნის პოტენციალი აქვს. სწორედ ამაზეა ჩვენი აქცენტი გაკეთებული და ამას ემსახურება პროგრამა ,,ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე.’’

 

თბილისის მერმა და მონაკოს პრინცმა ძველი თბილისი დაათვალიერეს


საქართველოში ვიზიტის ბოლო დღეს მონაკოს პრინცმა ძველი თბილისი დაათვალიერა.  მეგზურობას დღეს მას თბილისის მერი უწევდა. პირველი, რაც ალბერ მეორემ  ქალაქის ისტორიულ ნაწილში ნახა აბანოთუბანი იყო. არქეოლოგიით დაინტერესებულმა მონაკოს სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა აბანოთუბნის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებიც დაათვალიერა. დეტალურად დაინტერესდა აღმოჩენით, სადაც პირველი-მეორე საუკუნით დათარიღებული რომაული სტილით ნაგები აბანო იპოვეს. აღმოჩენის მიხედვით თბილისის ისტორია ვახტანგ გორგასლამდეა დაწყებული. აბანოთუბნის შემდეგ, გიგი უგულავამ და ალბერ მეორემ ნარიყალაზე, კალაუბასა და შარდენის ქუჩაზე გაისეირნეს, სადაც თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს გაესაუბრნენ. ალბერ მეორემ ვიზიტის დროს საქართველოს ისტორიული კუთხეები მოიმახულა და დმანისში არქეოლოგიურ გათხრებსაც დაესწრო. სამი დღის განმავლობაში პრინცმა ბათუმი, სვანეთი, კახეთი, ბაკურიანი, დმანისი და თბილისი დაათვალიერა. მონაკოს პრინცმა საქართველო უკვე დატოვა.

Monday, September 19, 2011

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ახალი ოფისი თბილისის მერმა მონაკოს პრინცთან ერთად დაათვალიერა


საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ახალი ოფისი თბილისის მერმა გიგი უგულავამ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა, საქართველოში სტუმრად მყოფმა მონაკოს პრინცმა ალბერ II და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურმა მდივანმა რაფაელ პანოციმ გახსნეს. ოლიმპიური კომიტეტი მაჩაბელის ქუჩაზე ახალ ოფისში გადავიდა. ოთხ სართულიან შენობაში ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად თბილისის 2015 წლის ახალგაზრდა ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტიც განთავსდა.
შენობის პირველ სართულზე „ოლიმპიური მუზეუმი“ ფუნქციონირებს, სადაც ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების სპორტული ტანსაცმელი და ნივთები, ასევე მათი მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალაა გამოფენილი. გახსნის ცერემონიასთან ერთად დღესვე, ახალ შენობაში ვეტერანი ქართველი ოლიმპიელების დაჯილდოვებაც გაიმართა. გამოჩენილი სამი სპორტსმენი „ოლიმპიური ორდენით“ დააჯილდოვეს.

გიგი უგულავა: პირველ რიგში, მინდა ყველა სპორტსმენს მივულოცო, რადგან ეს არა მხოლოდ ოლიმპიური კომიტეტის ოფისი, არამედ ყველა სპორტსმენისთვის საუკეთესო თავშეყრის ადგილია. ქალაქისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოხდა ერთი ძალიან საინტერესო, ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია და ამავდროულად აქ განთავსდა თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი, რაც ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.ამას გარდა, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. იმისათვის, რომ  2015 წელს თბილისში ოლიმპიადა ჩატარდეს, გეგმის შესრულება უკვე დავიწყეთ იმ სტანდარტებით, რაც მოეთხოვება ნებისმიერი  ასეთი ტიპის ღონისძიებას. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო და ლონდონის ოლიმპიადისთვის კარგი მზადება ვუსურვო ყველა ჩვენ სპორტსმენს. იმედი მაქვს, ისინი ქართველ გულშემატკივარს გაახარებენ.

Thursday, September 15, 2011

თბილისის საბავშვო-ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო


თემქაზე ახალი მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა. ოთხსართულიანი ობიექტი 1 000 კვ.მეტრ ფართობზეა განთავსებული. შენობის პირველ სართულზე სუპერმარკეტი და აფთიაქი ფუნქციონირებს. მარკეტი ადგილობრივ მოსახლებას სხვადასხვა სახეობის მაღალხარისხიან პროდუქციას სხვა მაღაზიებთან შედარებით დაბალ ფასად სთავაზობს. მრავალფუნქციური ცენტრის მეორე სართულზე სილამაზის სალონი და სტომატოლოგიური კაბინეტი გაიხსნება, რომელიც პაციენტებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება. ზედა ორ სართულზე დაგეგმილია კაფე–ბარისა და  პურ–ფუნთუშეულის საცხობის გახსნა. ამჟამად ახალ კომპლექსში 30 ადამიანია დასაქმებული. სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ სულ 100 ადამიანი დასაქმდება. მრავალფუნქციური ცენტრის ადმინისტრაცია თბილისის მერიასთან თანამშრომლობს და  უახლოეს მომავალში კადრებს მერიის დასაქმების ბაზიდან შეარჩევს. აღნიშნული ბაზა თბილისის მერიაში ერთი წელია ფუნქციონირებს და ის ქალაქის 30 მუნიციპალიტეტში არსებულ დასაქმების მსურველთა მონაცემებს აერთიანებს. მასში დარეგისტრირება ნებისმიერ თბილისელს შეუძლია. მერია აქტიურად თანამშრომლობს ქალაქში მოქმედ კერძო კომპანიებთან და მათთან ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მუშაობის დაწყების მსურველ თბილისელებს კომპანიებთან უწევს რეკომენდაციას. ახალი მრავალფუნქციური ცენტრი თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობასა და ობიექტში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა.
გიგი უგულავა: მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ახალი ობიექტების განვითარებას, იქნება ეს სავაჭრო ცენტრი, მაღაზია, სალონი, პატარა საამქრო თუ სხვა. ეკონომიკური გაჭირვების დაძლევის ერთადერთი სწორი საშუალება  სწორედ მცირე, პატარა ან საშუალო ბიზნესის განვითარებაა.  ამ ობიექტში 30 ადამიანია დასაქმებული და მისი სრულად ამუშავების შემდეგ, 100 სამუშაო ადგილი შეიქმნება. მისასალმებელია ისიც, რომ ეს გააკეთეს რუსეთში მოღვაწე ქართველებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს საქართველოში დაბრუნება. ასეთი ძალიან ბევრი ადამიანია სხვადასხვა ქვეყანაში და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად შესაძლებელია მათი მოზიდვა სამშობლოში და ბიზნესის ნებისმიერი მიმართულებით დაწყება.   ერთადერთი სწორი გზა, სოციალური პრობლემების გადასაჭრელად არის ბიზნესის ხელშეწყობა, რომელმაც უნდა დაასაქმოს ადამიანი, ხოლო დასაქმება არის მთავარი  ხელშეწყობა და გამოსავალი იმ გაჭირვებიდან, რომელშიც ძალიან ბევრი თბილისელი იმყოფება.

განახლებული სვანეთი


განახლებულმა მესტიამ უამრავ სტუმარს უმასპინძლა. 13 სექტემბერს მესტიაში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. სვანეთის ცენტრში ახალი იუსტიციის სახლი, პოლიციის შენობა, ჰოსტელის ტიპის სასტუმრო,  ხიდი და136 -კილომეტრიანი გზა საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებებში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობდა. ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე - საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოსახლეობის მომსახურებაზე ორიენტირებული და გარემოსთან ადაპტირებული იუსტიციის სახლის  შენობა გერმანელმა არქიტექტორმა იურგენ მაიერმა დააპროექტა. კონსტრუქციას მთის ფორმა აქვს და ის სვანეთის ერთიან არქიტექტურულ სტილში ჯდება. იურგენ მაიერს ეკუთვნის მესტიაში თამარ მეფის სახელობის აეროპორტის პროექტი და  ბათუმისა და რუსთავის იუსტიციის სახლების ინტერიერის დიზაინი. ახალი ობიექტების გახსნის შემდეგ, პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. საღამო გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

Wednesday, September 14, 2011

თბილისის მერმა გიგი უგულავამ ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლა „ოლიმპის“ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცა


თბილისის მერმა გიგი უგულავამ ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლა "ოლიმპის" მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცა და სკოლის განახლებული შენობა დაათვალიერა. სკოლა "ოლიმპს" 10 წლის ისტორია აქვს. სკოლა გახანგრძლივებული რეჟიმით მუშაობს და  მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში გაძლიერებულ სწავლებას სთავაზობს. "ოლიმპის" ბაზაზე მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ სპორტის სხვადასხვა სახეობას: ცურვას, ფეხბურთსა და კალათბურთს დაეუფლონ. გოგონებისათვის ფუნქციონირებს გამოყენებითი ხელოვნებისა და საბალეტო ცეკვის წრეები. სკოლა სისტემატიურად ატარებს კონკურსებსა და სხვადასხვა გასართობ–შემეცნებით ღონისძიებებს სხვა პარტნიორი სკოლების მონაწილეობით. "ოლიმპში" 400 მოსწავლე სწავლობს და ისინი განათლებას 60 კვალიფიციური პედაგოგის დახმარებით იღებენ. ახალი 2011-2012 სასწავლო წლისთვის სკოლაში სარემონტო სამუშაოები განხორციელდა.  საკლასო ოთახები და სპორტული დარბაზები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.

გიგი უგულავა: მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, განსაკუთრებით მინდა მივესალმო მათ, ვინც პირველად უნდა შემოადგან ფეხი სკოლაში. მათთვის ეს განსაკუთრებული დღეა. გამსაკუთრებული იმიტომ, რომ გადავიდნენ ცხოვრების ახალ ეტაპზე. მიხარია, რომ ასეთი გახარებულები, მწყობრში შეუდგებიან ცხოვრების ყველაზე ლამაზ წლებს. მინდა ამ სკოლის ხელმძღვანელობას მივულოცო სასწავლო წლის დაწყება და მიხარია, რომ ამ აქ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ყველა საშუალებაა გამოყენებული. არსებობს სხვადასხვა სპორტის სახეობის დარბაზები და შესაძლებლობა, რომ მოზარდები სპორტს საუკეთესო დონეზე დაეუფლონ. გილოცავთ მეგობრებო, გილოცავთ ბავშვებო და შევუდგეთ სწავლას.

Saturday, September 10, 2011

"ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" - ახალი ეტაპი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი თბილისის მერიის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 2009 წელს  დაფუძნდა. წელს თბილისი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს 14 სექტემბრიდან 26 დღის განმავლობაში მესამედ უმასპინძლებს. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად თბილისში მსოფლიო კინოს ვარსკვლავი ჯონ მალკოვიჩი ჩამოვიდა. მალკოვიჩი 14  სექტემბერს სპექტაკლ “ჯოჯოხეთური კომედია - სერიული მკვლელის აღსარებანში”  ითამაშებს. წარმოდგენა ვენის აკადემიის ორკესტრის თანხლებით რუსთაველის თეატრში გაიმართება. თბილისის მერი გიგი უგულავა  ჯონ მალკოვიჩს  პირადად შეხვდა, გაესაუბრა  და გამოჩენილ მსახიობს ძველი თბილისი დაათავლიერებინა.

Friday, September 9, 2011


თბილისის მერია განაგრძობს ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის  მოწესრიგებას, რაც ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. კუკიის დასახლებაში საქარის ქუჩაზე მოსახლეობის თხოვნით, 265 კვ.მ ფართობზე ახალი სპორტული მოედანი აშენდა. დაიგო ხელოვნური საფარი, გაკეთდა ღობეები, დაიდგა კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები. აღნიშნულ სამუშაოებზე 11 ადამიანი დასაქმდა. წლის ბოლომდე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარე 30 ხელოვნურ საფარიანი  მოედნის აღდგენა-რეაბილიტაცია იგეგმება. ახალი სპორტული მოედანი თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
გიგი უგულავა: თბილისის ძველ უბნებში ძალიან მჭიდრო განაშენიანებაა და ცოტაა თავისუფალი ადგილი იმისათვის, რომ განვითარდეს სპორტული ინფრასტრუქტურა. ამიტომ გამგეობები გაფრთხილებულნი არიან, რომ როგორც კი გამოჩნდება ადგილი, ის მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ამ მიმართულებით. თუ გაივლით ქალაქში, დაინახავთ, რომ ყველაზე სავსე მთელი დღე-ღამის განმავლობაში არის სტადიონები და უამრავი ბავშვი თავის სახლთან ახლოს ვარჯიშობს. ეს არის სწორი განვითარების და ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომლის დამკვიდრება სპორტულ შედეგებზეც აუცილებლად აისახება.

Thursday, September 8, 2011

გიგი უგულავამ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს სკოლის სახელმძღვანელოები გადასცა


სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საჯარო სკოლების სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სასწავლო სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ. პროექტის მიზანია, რომ ყველა მოსწავლეს სწავლის თანაბარი პირობები ჰქონდეს და სათანადო ზოგადი განათლება მიიღოს.
2011-2012 სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელობი გადაეცემათ I-VI კლასის ჩათვლით  ყველა იმ მოსწავლეს, ვისი სარეიტინგო ქულა 70 000–ს შეადგენს და VII-XII კლასის მოსწავლეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 000–ია. ქალაქში ასეთი 8  743 მოსწავლეა და თითოეული მათგანი სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ მიიღებს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, წიგნები სკოლის ბიბლიოთეკებს გადაეცემათ და  მომავალ წელს მის გამოყენებას სხვა ბავშვებიც შეძლებენ. სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ჩეკურიშვილების ოჯახს თბილისის მერმა გიგი უგულავა ესტუმრა და ოჯახის ოთხ მცირეწლოვანს სკოლის სახელმძღვანელოები გადასცა. 

Wednesday, September 7, 2011

თბილისში “Peacocks”-ის მაღაზია გაიხსნა


თბილისში მსოფლიოში ცნობილი ინგლისური სავაჭრო ნიშნის: “Peacocks”-ის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა. ბრენდი მაღალი ხარისხის: მამაკაცის, ქალისა და ბავშვის ტანსაცმელსა და აქსესუარებს აერთიანებს.  “Peacocks”–ი გაერთიანებულ სამეფოში 127 წლის წინ დაარსდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 150 მაღაზიას ფლობს. აღნიშნული ბრენდი მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციას  ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. “Peacocks”–ი სეზონურად სხვადასხვა ფასდაკლების აქციების მოწყობას გეგმავს. ახალ სავაჭრო ობიექტში 30 ადამიანია დასაქმებული.
“Peacocks”-ის მაღაზია თბილისის მერმა გიგი უგულავამ კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა და იქ დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა.
გიგი უგულავა: თბილისს კიდევ ერთი ახალი ბრენდი და მაღაზია შეემატა, რომელიც საშუალო კლასზეა ორიენტირებული. კარგია ეს იმით,  რომ ეს კომპანიაა, რომელიც სომხური ინვესტიციით არის დაფუძნებული. უახლოეს მომავალში კიდევ ორი მაღაზია დაემატება და ჯამში 250 თბილისელი დასაქმდება.

Tuesday, September 6, 2011

თბილისის მერმა გიგი უგულავამ ,,მზიურში’’ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა


თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ ქალაქის გამწვანების მასშტაბურ პროექტებს შორის მნიშვნელოვანია ,,მზიურისა’’ და ზოოპარკის გაერთიანების პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ ქალაქის ცენტრში თანამედროვე, სრულყოფილი და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი შეიქმნება. “მზიურის” განახლება  დაიწყო და მისი სრული რეაბილიტაცია 2012 წელს დასრულდება. ამჟამად “მზიურის” ტერიტორიაზე პარკის განახლების პირველი ეტაპი  მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ტერიტორიაზე სარწყავი და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს,  მონტაჟდება გარე-განათების სანათები, გზის სავალ ნაწილზე კეთდება ბორდიურები და არსებულ  ბილიკებს პროექტით გათვალისწინებული ახალი საფეხმავლო ბილიკები ემატება. ტერიტორია სხვადასხვა სახეობის ნარგავებით გამწვანდება. რეაბილიტაციის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშოები 2011 წლის ნოემბერში დასრულდება.  მიმდინარე სამუშაოებზე 60 ადამიანია დასაქმებული. მზიურის სრული რეაბილიტაციის შემდეგ, ყველა ასაკის ბავშვისთვის  განკუთვნილი იქნება სათამაშო მოედნები, მოეწყობა  ამფითეატრი, სკეიტბორდის მოედანი, სარბენი და ველოსიპედის ბილიკები, ღია და დახურული სავარჯიშო დარბაზები, მოსასვენებელი ადგილები და საპიკნიკე საჩრდილობლები. პარკის ტერიტორიაზე ასევე აშენდება  საცურაო კომპლექსი  ,,მზიური აკვა”, რომელიც  18 000 კვ მეტრ ტერიტორიაზე განთავსდება. მრავალფუნქციურ კომპლექსში  დახურული და ღია საცურაო აუზები, სპორტული მაღაზიები, კაფე-ბარები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები განთავსდება. განხორციელებული ინვესტიცია ასობით სამუშაო ადგილს შექმნის. პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე   200 მანქანაზე გათვლილი პარკირების ადგილი მოეწყობა. მზიურის სრული რეაბილიტაციის შემდეგ, ქალაქს მნიშვნელოვანი დასასვენებელი ადგილი  და რეკრეაციული ზონა შეემატება, სადაც თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები თავისუფალი დროის გატარებას კომფორტულ გარემოში  შეძლებენ. ,,მზიურში’’ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერმა გიგი უგულავამ  დაათვალიერა და  ტერიტორიის განვითარების სამომავლო გეგმებს  გაეცნო.
გიგი უგულავა: მას შემდეგ, რაც ახალი მაგისტრალი აშენდა, კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდა მზიურისა და მისი მიმდებარე რეკრეაციული ზონის განვითარება. პარკი მდებარეობს მდინარე ვერეს ხეობის გასწვრივ და მისი ძირითადი მომხმარებელია ვაკე–საბურთალოს მოსახლეობა. პარკს ერთგვარი დამაკავშირებელი ფუნქციაც აქვს, ამიტომ ჩვენ გვინდა განვავითაროთ ის, როგორც ვიზუალურად ისე ფუნქციურად. იმისათვის, რომ მეტი დამსვენებელი მოვიდეს, მთლიანად უნდა შეიცვალოს ინფრასტრუქტურა. პარალელურად აქ საცურაო აუზი კეთდება, რაც მიმზიდველია მომხმარებლისთვის. განახლებული პარკი საცურაო აუზითა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურით დასრულდება მომავალი წლის სეზონისთვის. ამ დროისთვის ასევე დასრულდება მზიურის ძველი, ტრადიციული ნაწილის რეაბილიტაციაც. ამ კუთხით თბილისელებს ექნებათ კიდევ ერთი კარგი დასასვენებელი ადგილი, სადაც ბავშვებთან ან მეგობრებთან ერთად უსაფრთხოდ დაისვენებენ.

Monday, September 5, 2011

თბილისში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება


ვარკეთილის IVმ/რ-ში მდებარე ექვს მრავალსართულიან კორპუსში მიწისქვეშა კომუნიკაციების:  სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემის შეცვლა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, კორპუსების ერთმანეთთან დამაკავშირებელ შიდა ეზოებში ასფალტის საფარი დაიგება,  ბეტონის ბორდიურები გაკეთდება და ტროტუარები მოეწყობა.
სამუშაოების განხორციელებით, ადგილობრივ  600-ზე მეტ ოჯახს წლების განმავლობაში არსებული კომუნიკაციებისა და გადაადგილების პრობლემა მოეხსნებათ. სამუშაოებზე 50 ადამიანია დასაქმებული.
დედაქალაქის მასშტაბით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება, რაც საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებასთან ერთად, თბილისელების დასაქმების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
გიგი უგულავა: თბილისში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პროგრამა, რომელიც მოიცავს შიდა საკორპუსო ეზოების მოასფალტებას.  ქალაქის ბიუჯეტიდან საგზაო პროექტების დიდი ნაწილი ამ მიმართულებით არის გამოყოფილი, იმიტომ, რომ ცენტრალური გზების პრობლემა მეტნაკლებად მოხსნილია. ამასთანავე ჩვენ გვსურს, რომ ეს იყოს კაპიტალურად გაკეთებული და დროულად იყოს გამოცვლილი ძველი კომუნიკაციები. რადგან თითოეული მილი არის ამ შენობის მდგრადობის გარანტი. მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისის მასშტაბით ამ პროექტებით დაახლოებით 2500 დამიანია დასაქმებული. ამრიგად ბევრი ოჯახისთვის ეს შემოსავლის წყაროდ იქცა, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

Sunday, September 4, 2011

თბილისის მერმა გიგი უგულავამ მუხიანის დასახლებაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა


მუხიანის მესამე მიკრო-რაიონში გზის სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს. იგება 6 830 მეტრ კვადრატი ასფალტის საფარი, იცვლება  565 გრძივი მეტრი ბორდიურები და კეთდება  ტროტუარები.
აღნიშნულ სამუშაოებზე 20 ადამიანია დასაქმებული, მათგან 3 მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან შეირჩა. სამუშაოები აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე კვირას დასრულდება.
დედაქალაქში გრძელდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და შესაბამისად საგზაო სამუშაოები ქალაქის ყველა უბანში მიმდინარეობს.  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

Friday, August 19, 2011

თბილისის მერიამ დიდების მემორიალის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა


თბილისის  მერმა გიგი უგულავამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა  და პარლამენტის დეპუტატებმა  28 აგვისტოს 1924 წლის  აჯანყებაში, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბოლშევიკური რეჟიმის მიერ დახვრეტილ გმირთა მემორიალს პატივი მიაგეს.
2011 წლის 28 აგვისტოს  აჯანყებიდან 87 წელი გავიდა და სწორედ ამ დღეს გამოცხადდა კონკურსი დიდების მემორიალის შექმნაზე, რომელშიც მონაწილეობის მიღება ყველა მსურველ არქიტექტორს შეეძლება.  დაღუპულთა ხსოვნის დიდების მემორიალს საფუძველი 2011 წლის 25 თებერვალს ჩაეყარა.
ადამიანები, რომელთა ხსოვნის უკვდავ საყოფადაც უნდა აღიმართოს მემორიალი, ოკუპაციის პირობებში განაგრძობდნენ სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ისინი იბრძოდნენ იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო ძლიერი, დამოუკიდებელი, მდიდარი და ევროპული სახელმწიფო.
1923 წელს ზუსტად ამ ადგილას საქართველოს საუკეთესო შვილები – პატრიოტები, ოფიცრები და საზოგადო მოღვაწეები დახვრიტეს. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ვაკის პარკში 2012 წლის 25 თებერვლამდე აღიმართება.

Tuesday, August 16, 2011

პირველად თბილისში თანამედროვე ტიპის ევროპული წარმოების დიოდური შუქნიშნები დამონტაჟდა


თბილისში გმირთა მოედნის გზაჯვარედინი  აღიჭურა  თანამედროვე ტიპის ევროპული წარმოების  დიოდური შუქნიშნებით, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტრო ენერგიის რაოდენობა, ქალაქში დამონტაჟებულ  შუქნიშნებთან შედარებით სამჯერ ნაკლებია. ობიექტი, ასევე აღჭურვილია თანამედროვე ტიპის მართვის სისტემით და ექვსი ვიდეო დეტექტორებით, რაც უზრუნველყოფს:
-გამტარუნარიანობის გაზრდას;
-შეუფერხებელ მოძრაობას;
-შუქნიშნის წითელ სიგნალზე ლოდინის ხანგრძლივობის შემცირებას;
-აღნიშნული სისტემის მიერ  ქალაქში შემცირდება  გამონაბოლქვის რაოდენობა, მანქანების წითელ სიგნალზე ლოდინის დრო და მოძრაობის უსაფრთხოება.
წლის ბოლომდე მსგავსი შუქნიშნები ჭავჭავაძის გამზირზეც დამონტაჟდება, სადაც სარემონტო-სამუშაოებზე  50 ადამიანი დასაქმდება. აღნიშნული ობიექტები ჩაერთვება ერთიანი მართვის ცენტრში.

Wednesday, August 10, 2011

თბილისის მერმა პროექტ „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში "საბა ჯგუფის" მიერ განახლებული მშენებლობა დაათვალიერა


თბილისის მერიის პროექტი - “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე”, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, ავარიული საბინაო ფონდისა და ისტორიული უბნების რეაბილიტაციას, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, შეჩერებული მშენებლობების დასრულებასა და ეკონომიკური აქტივობის ზრდას ითვალისწინებს, ახალ ეტაპზე გადავიდა. მოდიფიცირებული პროექტი უფრო ფართომასშტაბიანია და მის ფარგლებში ნებისმიერ სამშენებლო კომპანიას, რომელსაც ახალი მშენებლობის დაწყება ან შეჩერებულის დასრულება სურს, თბილისის მერია ადმინისტრაციულ დაპირებას გაუფორმებს.  დაპირების თანახმად მერია სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში ერთ კვადრატულ მეტრს 400 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში შეისყიდის, რაც ნიშნავს, რომ დასრულებულ მშენებლობას გარანტირებული მყიდველი ეყოლება. პროექტის ხანგრძლივობა ერთი წელია.  “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” ახალი ეტაპის ფარგლებში თბილისის მერიამ ხელშეკრულება რამოდენიმე სამშენებლო კომპანიას უკვე გაუფორმა. მათ შორის არის კომპანია “საბა ჯგუფი”. თბილისის მერიის პროგრამის დახმარებით კომპანია 2009 წელს კრიზისის შედეგად შეჩერებულ მშენებლობას გაანაახლებს. ობიექტი სამი 15 სართულიანი კორპუსისგან შედგება და 7 283 კვ.მეტრ ფართობზეა განთავსებული. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ახალი სახლებით ის 295 ოჯახი დაკმაყოფილდება, რომლებიც წლების განმავლობაში მშენებლობის დასრულებას ელოდნენ. სამშენებლო პროცესის განახლებას “თიბისი ბანკი” 4 600 000 აშშ დოლარით დააფინანსებს. ობიექტის მშენებლობა 2012 წლის ბოლოს დასრულდება. განახლებულ მშენებლობაზე 120 ადამიანი დასაქმდება. პროექტი “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ უნდა განვითარდეს კერძო სექტორი, შეიქმნას სამუშაო ადგილები, დასრულდეს შეჩერებული ობიექტების მშენებლობა და გაუმჯობესდეს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები. სამშენებლო ობიექტი თბილისის მერმა გიგი უგულავამ  დაათვალიერა და კომპანიის სამომავლო გეგმებს გაეცნო.
გიგი უგულავა: ჩვენი პროგრამის წყალობით არაერთი მშენებლობა დაიძრა. პროგრამა  ბევრად უფრო გამარტივდა და ბევრად უფრო მოქნილი გახდა. კომპანიებს, რომლებსაც კრიზისის გამო დაწყებული და შეჩერებული აქვთ მშენებლობა, ჩვენ  ადმინისტრაციულ დაპირებას ვაძლევთ, რაც გულისხმობს იმას, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ  400 დოლარად, ანუ თვითღირებულების ფასად მერია 1 კვ.მ-ს შეისყიდის. პროგრამის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ  მშენებელს ფული დასრულებისთვის სჭირდება. ამ გარანტიით კი მათ ბანკები ფულს უფრო ამრტივად აძლევენ. ამ პროგრამით წაგებული არავინ არ არის. მოგებულები კი ის თბილისელები არიან, რომლებიც ბინებს ელოდებოდნენ და პირველ რიგში ისინი, ვისაც დასაქმება უნდოდა  და დასაქმდა.

Friday, August 5, 2011

თბილისის მერმა გიგი უგულავამ სამკერვალო საწარმო “ელსელემა”დაათვალიერა და იქ დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა


სამკერვალო “ელსელემა” 2002 წლიდან ფუნქციონირებს და სპეციალური დანიშნულების ტანსაცმელს აწარმოებს.   კომპანია თანამშრომლობს,  როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ასევე კერძო კომპანიებთან და ძალოვანი სტრუქტურებისათვის, დაცვის სამსახურებისათვის, სხვადასხვა ფირმებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის უმოკლეს ვადაში, უმაღლესი ხარისხის უნიფორმებს ამზადებს. კომპანიამ ამჟამად მოლაპარაკება დაასრულა თურქული ბრენდის „კოტონის“ წარმომადგენლებთან და თანამშრომლობის გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა, რაც საწარმოს შესაძლებლობას მისცემს წარმოება გააფართოვოს და შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილები შექმნას.  შპს “ელსელემა”–ში 200 ადამიანია დასაქმებული. საწარმო თანამშრომლობს თბილისის მერიასთან და კადრებს მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან არჩევს. აღნიშნულ სამკერვალოში თბილისის მერიის რეკომენდაციით უახლოეს მომავალში რამოდენიმე თბილისელი დაიწყებს მუშაობას, ამჟამად ისინი გადამზადების სპეციალურ კურსს გადიან. დასაქმების მსურველთა ერთიანი ბაზა ქალაქის 30 მუნიციპალიტეტში არსებულ მონაცემებს აერთიანებს. თბილისის მერია თანამშრომლობს დამსაქმებელ კერძო კომპანიებთან და ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას ქალაქში არსებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით.
თბილისის მერიის დასაქმების პროექტის ფარგლებში უკვე ბევრი თბილისელი დასაქმდა. პროცესი გრძელდება და შესაბამისად დასაქმებულთა რაოდენობაც უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად გაიზრდება. სამკერვალო საწარმო თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა, მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას გაეცნო და დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა.
გიგი უგულავა: ცხოვრება მძიმეა ბევრი თბილისელისთვის, განსაკუთრებით მათთვის ვისაც მუშაობა უნდა დ ვერ პოულობს სამუშაოს, ეს მტანჯველი პრობლემაა განსაკუთრებით თბილისში, ამიტომ თითოეული ორგანიზაცია რომელიც ახერხებს სამუშაო ადგილების შექმნას ჩვენთვის არის ფასდაუდებელი და ჩვენი ამოცანაა მერია იყოს ერთგვარი დამაკავშირებელი გზა და ხიდი დამსაქმებელსა და მოქალაქეს შორის. დღეს აქ ამ კომპანიაში 20 ადამიანი მოვიდა ჩვენი დასაქმების ბაზიდან, ისინი გაივლიან სტაჟირებას და შემდეგ დასაქმდებიან.

Wednesday, August 3, 2011

პოლიციის ახალი შენობის გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავა და შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი დაესწრნენ



2008 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის სხვადასხვა რაიონში ააშენა  და აამოქმედა  პოლიციის განყოფილების თვრამეტი ახალი, გამჭირვალე შენობა, რომლებიც  უახლესი კომპიუტერული ტექნიკით არის აღჭურვილი. დღეისთვის მზად არის და ფუნქციონირებას დაიწყებს მოსკოვის გამზირის N14–ში მდებარე ისანი–სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა, სადაც  120  თანამშრომელი იმუშავებს და   ისანი–სამგორის რაიონის მოსახლეობას მოემსახურება. აღნიშნული პოლიციის შენობა რიგით მეექვსეა, რომელიც ხსენებულ რაიონში გაიხსნა. თბილისის მერიამ პოლიციის ახალი განყოფილების მიმდებარე ტერიტორია კეთილმოაწყო. დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო დასასვენებელი სკვერი და დამონტაჟდა გარე–განათების სისტემა. შენობის გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავა და შინაგან საქმეთა  მინისტრი ივანე მერაბიშვილი დაესწრნენ.
გიგი უგულავა: ქვეყანაში უსაფრთხოების განცდა არსებობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და შემდგომში სამუშაო ადგილების შესაქმნელად. შხვადასხვა რეგიონის ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან, როდის იქნება მათთანაც პოლიციის ახალი შენობები. ეს აზროვნების სრულიად ახალი წესია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო სწორი გზით ვითარდება.

Sunday, July 31, 2011

თბილისის მერმა მეეზოვეებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა


თბილისში “მეეზოვის დღე” უკვე მეხუთე  წელია ტრადიციულად 31 ივლისს აღინიშნება. პროფესიული დღესასწაული მეეზოვეებს  თბილისის მერმა გიგი უგულავამ პირადად მიულოცა,  გაწეული ღვაწლისა და დამსახურებისთვის დასუფთავების სფეროს თანამშრომლები სიგელებით დააჯილდოვა და აღნიშნულ სფეროში თბილისის მერიის მიერ უახლოეს მომავალში დაგეგმილი სიახლეები გააცნო. ქალაქის სისუფთავეზე ყოველდღიურად დასუფთავების სამსახურის 3 300 თანამშრომელი ზრუნავს. თითოეული მათგანის დაუღალავი შრომისა და განხორციელებული ცვლილებების შედეგად, თბილისი დღეს ბევრად უფრო სუფთა ქალაქია ვიდრე წლების წინ იყო. ქალაქში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. 2009-2010 წლებში დაილუქა კორპუსებში არსებული ნაგვის ბუნკერები, რაც ანტისანიტარიის კერას წარმოადგენდა და დაიდგა 17 000 სხვადასხვა ზომის კონტეინერი. თითოეული მათგანი დღეში რამოდენიმეჯერ იცლება და შესაბამისად ამ რეფორმამ ქალაქის სანიტარული მდგომარეობა  გააუმჯობესა. ქალაქის სისუფთავისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2010 წელს მნიშვნელოვანი ისტორიული პროექტი განხორციელდა:  ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი პოლიგონი აშენდა. მისი  ექპლუატაციაში შესვლის შემდეგ, დაიხურა გლდანისა და იალღუჯას ნაგავსაყრელი პოლიგონები, რომლებიც წლების განმავლობაში მოსახლეობის  გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. ასევე ბელიაშვილის ქუჩაზე 24 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასუფთავების ბაზა მოეწყო, სადაც დასუფთავების მანქანების სახელოსნო, ავტონაწილებისა და საჭირო ინვენტარის ღია და დახურული საწყობები, გადამტვირთი სადგურები და სხვადასხვა დამხმარე ნაგებობები განთავსდა. დასუფთავების სამსახურმა შეიძინა 15 ერთეული ახალი სპეციალიზირებული, დიდი მოცულობის მანქანა, რომელშიც ერთდროულად რამოდენიმე მანქანიდან ხდება ნაგვის ნარჩენების ჩატვირთვა და შედეგად ქალაქიდან ახალი პოლიგონის მიმართულებით ბევრად ნაკლები მანქანა გადაადგილდება. თბილისის მერია ქალაქის დასუფთავებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას განაგრძობს და ამ მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.

Wednesday, July 20, 2011

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დანერგილ სიახლეს თბილისის მერი გაეცნო


ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თამაშების მიმდინარეობისას უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, სათვალთვალო კამერები დამონტაჟდა. კამერების მიერ გადაღებულ მასალაზე დაკვირვება  უსაფრთხოების ოთახში წარიმართება, რომელიც ყველა აუცილებელი მოწყობილობით არის აღჭურვილი. სისტემა შესაძლებლობას იძლევა განხორციელდეს, როგორც სტადიონის გარე პერიმეტრის მთლიანი კონტროლი, ასევე არენაზე და ტრიბუნებზე არსებული სიტუაციის მონიტორინგი. ეროვნული სტადიონის დირექციამ მინდვრის საფარის ხარისხის ამაღლებისა და მოედნის მოვლა-პატრონობის გაუმჯობესების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის, ბრიტანული წარმოების 2 პროფესიონალური საკრეჭი მანქანა შეიძინა, რაც სამომავლოდ მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მინდვრის საფარის გაუმჯობესებას. ახალი ტექნიკისა და უსაფრთხოების ოთახის პრეზენტაციას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო.
გიგი უგულავა: ბოლო პერიოდში დიდი ენთუზიაზმი შეიმჩნევა გულშემატკივართა მხრიდან. ეს ბუნებრივია აისახება იმაზე, რომ როგორც კი პატარა წარმატებაა მაშინვე ბევრი ხალხი იყრის  თავს ჩვენს სტადიონებზე. ამიტომ უსაფრთხოების ნორმების დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით ავღნიშნავ, რომ ადგილი აქვს ტრიბუნებზე სკამების დაზიანებას, ერთ-ერთი თამაშის დროს 1000 სკამი გაფუჭდა. ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. უსაფრთხოების სიტემა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ რაიმე ექსცესის შემთხვევაში უსაფრთხოების სამსახურებს ჰქონდეთ მოქნილი მოქმედების საშუალება, სრული ინფორმაცია  მთელი სტადიონის პერიმეტრზე თუ რა ხდება. ეს არის უეფას სტანდარტი, რომელიც მინუსად ეწერა ეროვნულ სტადიონს და ეს პრობლემაც ეხლა აღმოფხვრილია. ერთ ერთი პრობლემა იყო ბალახის მოვლა, ჩვენც დავეხმარეთ და ტექნიკაში მოხდა ინვესტირება. ერთი სიტყვით ხვალ დინამო თამაშობს და სტადიონი მზადაა, რომ ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ დინამოს.

Tuesday, July 19, 2011

თბილისის მერმა პროექტ „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში განახლებული მშენებლობა დაათვალიერა



ეკონომიკის სტიმულირების, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით დაწყებული, თბილისის მერიის პროექტი “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” ქალაქში წარმატებით ხორციელდება. თბილისის მერმა გიგი უგულავამ პროექტ „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ მეორე  ეტაპის ფარგლებში, სამშენებლო კომპანია „კიდ–არქიტექტურის“ მიერ, წყნეთში მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა. სამშენებლო კომპანია „კიდ–არქიტექტურამ“ პროექტ “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” მეორე ეტაპში მიიღო მონაწილეობა  და წყნეთში 18 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე სამშენებლო კომპლექსის მშენებლობა განაახლა. ტერიტორიაზე შვიდი სამ და ოთხ სართულიანი, თანამედროვე დიზაინის კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები სექტემბერში დასრულდება და ახალი, კომფორტული ბინებით, ძველ  თბილისში, ავარიულ სახლებში მცხოვრები 22 ოჯახი დაკმაყოფილდება. მშენებლობაზე 150 ადამიანი დასაქმდა.  “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ უნდა განვითარდეს კერძო სექტორი, შეიქმნას სამუშაო ადგილები, დასრულდეს შეჩერებული ობიექტების მშენებლობა და გაუმჯობესდეს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები.
გიგი უგულავა:  „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ არის პროგრამა, რომლის  მთავარი მნიშვნელობა სწორედ მშენებლობის სფეროში სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" ფარგლებში 20 ოჯახი ძველი თბილისიდან აქ გადმოვა და  საუკეთესო პირობებში გააგრძელებს ცხოვრებას. როგორც იცით, ჩვენ ეს პროგრამა გარკვეულწილად შევცვალეთ და უფრო მრავალფეროვანი გავხადეთ იმ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერ კომპანიას შეუძლია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება აიღოს და მერია იღებს ვალდებულებას 400 დოლარად, ანუ თვითღირებულების ფასად, ექსპლუატაციაში მიღებული შენობა შეისყიდოს. ჩვენ უკვე დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ასეთი წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება გავეცით და ეს პროგრამა აქტიურად გრძელდება.  მშენებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემებით თბილისის ეკონომიკის 7-8 %-ია, დასაქმების კუთხით პირველ ადგილზე დგას, ვინაიდან ძალიან ბევრ სფეროს მოიცავს თავის თავში. მშენებლობაზეა მიბმული ხის საამქროები, მეტალოპლასმასის საამქროები.  მშენებლობა მთელ რიგ ეკონომიკის დარგებს ამოძრავებს, აცოცხლებს და ამ თვალსაზრისით ის ნამდვილად ეკონომიკის უნიკალური და შეუცვლელი სფეროა. 

Monday, July 18, 2011

თბილისის მერმა ავეჯის საწარმო დაათვალიერა

 სამუშაო ადგილების შექმნის, მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებისა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის მერია “ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის პროექტს” 2006 წლიდან ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, ახალი ბიზნესის დასაწყებად ან არსებულის გასავითარებლად, იაფი ფინანსური რესურსი თბილისში რეგისტრირებული ნებისმიერი იურიდიული პირისათვის ხელმისაწვდომია. დაფინანსების მიღების მსურველს, თბილისის მერიაში სპეციალური განაცხადი და პროექტი შემოაქვს, რომელიც განსახილველად პარტნიორ ბანკს ეგზავნება. დადებითი პასუხის შემთხვევაში, იაფი ფინანსური რესურსით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას, თბილისის მთავრობა იღებს. იაფი კრედიტის საპროცენტო განაკვეთი 6-დან 8%-მდე განისაზღვრება, სესხის ვადა მაქსიმუმ 5 წელია(60 თვე).
თბილისის მერიის მიერ “ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის” ფარგლებში ამ ეტაპზე  54 საწარმო უკვე დაფინანსდა.
დღეს თბილისის მერი გიგი უგულავა ავეჯის მწარმოებელ კომპანია ”იფანს” ეწვია, რომელმაც ”ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის” ფარგლებში, 2011 წლის მაისში 115 000  ლარის ოდენობით სესხი მიიღო და წარმოება გააფართოვა. გიგი უგულავამ წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერა და საწარმოში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა.
საწარმო მომხმარებელს სხვადასხვა სახის ავეჯსა და ხის კარებებს სთავაზობს და როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ შეკვეთებზე მუშაობს. ავეჯის დამამზაებელ საწარმოში ამჟამად 25 ადამიანი მუშაობს. უახლოეს მომავალში „იფანი“ თბილისის მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან  20 ადამიანს შეარჩევს და დაასაქმებს.
გიგი უგულავა: საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბიზნესის კეთების გაიოლების კუთხით და ეს საერთაშორისო კვლევებითაც არის დადასტურებული. მაგრამ დამატებით პრობლემად რჩება ბიზნესის დაწყებისთვის აუცილებელი დამატებითი ფულადი რესურსების მოძიების საკითხი. ამიტომ ჩვენი პროგრამა სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება და ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში 54 საწარმოს გაფართოებას შევუწყვეთ ხელი. არსებობს სპეციალური კომისია, რომელებშიც კომერციული ბანკების წარმომადგენლები და ჩვენი თანამშრომლები შედიან. ისინი არჩევენ იმ პროექტებს, რომლებიც სიცოცხლისუნარიანია და შესაბამისად ფინანსდება შედარებით გრძელვადიანი და იაფი  კრედიტის საშუალებით, რაც ბიზნესს უფრო სწრაფად განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც სწორედ ამგვარად მოხდა. აქ დაახლოებით 20 ადამიანი დასაქმდება. ახალი დანადგარების საშუალებით ეს კომპანია გააფართოებს  წარმოებულ პროდუქტს და ასევე იმ სიმძლავრეებს, რომელიც აუცილებელია განვითარებისთვის.

Friday, July 15, 2011

დღეიდან თბილისში ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებს


თბილისელებს დღეიდან ახალი, 2011 წლის ფორდის მარკის,  ყვითელი ფერის მიკროავტობუსები მოემსახურება.  პირველ ეტაპზე  4 ნომრის  სამარშრუტო ხაზზე 36  მანქანა გავიდა. უახლოეს მომავალში ქალაქში არსებულ სხვა ხაზებზე მოძრავი ძველი მიკროავტობუსებიც ახალი მანქანებით შეიცვლება.  მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა ტრადიციულთან  ერთად თანამედროვე საბარათე სისტემითაც იქნება შესაძლებელი. თბილისში ტრანსპორტის შეღავათიანი ბარათით ყოველდღიურად მილიონამდე ადამიანი ისარგებლებს. ყველა ის მგზავრი, რომელიც მიკროავტობუსში, მუნიციპალურ ტრანსპორტში უკვე მოქმედ ელექტრონული ბარათს გამოიყენებს,  მოქნილი ფასდაკლების სისტემით ისარგებლებს. სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე შეღავათი გავრცელდება და ისინი მგზავრობის ღირებულების ნახევარს გადაიხდიან, მეორე ნახევარს კი თბილისის მერია დაფარავს. ახალ მიკროავტობუსებში თითოეული მძღოლი და მგზავრი დაზღვეული იქნება. ქალაქში ახალი მიკროავტობუსების შემოყვანით უახლოეს მომავალში თბილისში უკეთ ორგანიზებული, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების სისტემა შეიქმნება.

Thursday, July 14, 2011

თბილისის მერი გიგი უგულავა მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკს ესტუმრა



სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ამერიკული ორგანიზაცია “PH International”–ის(პროექტი ჰარმონია) ინიციატივითა  და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით პროექტი  „მე აქტიური მოქალაქე ვარ“  ხორციელდება. პროექტის მონაწილეები  საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეული მოსწავლეები არიან, რომლებმაც საზოგადოების საკეთილდღეოდ, სხვადასხვა სახის პროგრამები განახორციელეს. საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ  მიიღონ ცოდნა მოხალისეობის, დამოუკიდებელი ძალისხმევისა და უფლებების დაცვის შესახებ, შეიმუშავონ ერთობლივი პროექტები, მოიძიონ თანამოაზრეები და სასკოლო სამოქალაქო კლუბებში დაგეგმონ სამომავლო საქმიანობა. ახალგაზრდები ყოველდღიურად სხვადასხვა მოწვეულ სტუმრებს ხვდებიან და მათთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრებიან. მოსწავლეთა საზაფხულო  ბანაკს თბილისის მერი გიგი უგულავა ესტუმრა და ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
გიგი უგულავა: ნებისმიერი სახელმწიფოს და განსაკუთრებით საქართველოს განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე ახალგაზრდობა გვეყოლება. სამოქალაქო პოზიციის ქონა არ არის რაღაც აბსტრაქტული. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ ვართ ტოლერანტულები, მაგრამ საქმეში ამას არ ვავლენთ, ვსაუბრობთ რომ ვართ აქტიურები, მაგრამ რეალურად ხელისუფლებისგან არ ვითხოვთ მაქსიმალურ ანგარიშვალდებულებას. ამიტომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი განსხვავებაა სიტყვასა და საქმეს შორის. ნებისმიერი ასეთი შეკრება სწორედ ამას ემსახურება. ახალგაზრდობიდანვე ჩვენ სიტყვები საქმედ უნდა ვაქციოთ, ანუ ღირებულებები, სამოქალაქო პოზიცია, ტოლერანტობა, ანგარიშვალდებულება და პატრიოტიზმი ეს ყველა ის ცნებებია, რომლებმაც ერთად უნდა შექმნას მომავალი საქართველო. მე მივესალმები ამ ინიციატივას, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ განსხვავებული აზრის მქონე ხალხს, მათ შორის თანამდებობის პირებს და მერე დასკვნა თვითონ გააკეთონ.

თბილისში მდებარე კორპუსების სადარბაზოებში განათების ახალი სისტემის მონტაჟი დაიწყო


თბილისში მდებარე კორპუსების სადარბაზოებში, განათების ახალი სისტემის სამონტაჟო სამუშაოებს კომპანია “თბილისი გრუპი” ახორციელებს. სენსორული განათება ეკონომიური და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია. საბინაო ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში განათების სისტემის მონტაჟი თანადაფინანსების სისტემით ხორციელდება და საფასურის 10%-ს მოსახლეობა, ხოლო 90%-ს თბილისის მერია დაფარავს. ნებისმიერ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვს განაცხადით  მიმართოს რაიონულ გამგეობას და კორპუსში სენსორული განათება დაამონტაჟოს. კომპანია “თბილისი გრუპი”  აქტიურად თანამშრომლობს თბილისის მერიასთან და მერიის დასაქმების ბაზიდან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე 150 ადამიანი უკვე დაასაქმა.
სამუშაოები უკვე ქალაქის ყველა უბანში მიმდინარეობს. კომპანია მზად არის ქალაქს სრული მასშტაბით მოემსახუროს. თბილისის მერმა გიგი უგულავამ ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში დამონტაჟებული განათების ახალი სისტემა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
გიგი უგულავა: ჩვენ  სამი წელია ვანხორციელებთ პროექტს, რომელიც ასეთ დიდ კორპუსებში ამხანაგობის ჩამოყლიბებას და შემდგომ საერთო სარგებლობის პოზიციების გამოსწორებას ემსახურება, როგორიც არის ლიფტი, სახურავი, კარები და ასე შემდეგ. ამას დაემატა კიდევ ერთი კომპონენტი, ეს არის სადარბაზოებში ეკონომ–ნათურების დამონტაჟება. ამხანაგობას შესაძლებლობა აქვს და ჩვენ ვეხმარებით ახალი სისტემის დაყენებაში. ის არის ეკონომიური და დაახლოებით 75%-ით იზოგება ელექტროენერგია და შესაბამისად ნაკლების გადახდა უწევთ.

Wednesday, July 13, 2011

თბილისის მერიამ და “ლილო მოლმა” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს


თბილისის მერიამ და სავაჭრო ცენტრმა “ლილო მოლმა” ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს, რომლის თანახმად ”ლილო მოლი” თბილისის მერიასთან აქტიურად ითანამშრომლებს და ვაკანტურ პოზიციებზე კადრებს მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან შეარჩევს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თბილისის მერმა გიგი უგულავამ და ”ლილო მოლის” დირექტორმა გია კვარაცხელიამ მოაწერეს ხელი. თბილისის მერი ასევე სავაჭრო ცენტრის განვითარების სამომავლო გეგმებს გაეცნო და იმ 5 ადამიანს შეხვდა, რომლებმაც ”ლილო მოლში” მუშაობა მერიის დასაქმების პროექტის ფარგლებში რამოდენიმე თვის წინ დაიწყეს.
უახლოეს მომავალში ”ლილო მოლი” დასაქმების ბაზიდან სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე, სათანადო კვალიფიკაციის მქონე 30 ადამიანს დაასაქმებს.
დასაქმების მსურველთა მონაცემების ბაზა თბილისის მერიაში უკვე ერთი წელია არსებობს და მისი დახმარებით ბევრი თბილისელი უკვე დასაქმდა. მონაცემთა ბაზა ქალაქის 30 მუნიციპალიტეტში არსებულ მონაცემებს აერთიანებს და მასში დარეგისტრირება ნებისმიერ პირს შეუძლია. ამისათვის დაინტერესებულმა პირმა საცხოვრებელი სახლის მისამართის მიხედვით არსებულ რაიონულ მუნიციპალიტეტს ან გამგეობას უნდა მიაკითხოს და სპეციალური კითხვარი შეავსოს. ბაზაში რეგისტრირდება ასევე ყველა ის პირი, ვინც მერიის ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელ უფასო კურსებს ამთავრებს.
თბილისის მერია აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორში მოქმედ ყველა იმ კომპანიასთან, რომლებიც ახალ სამუშაო ადგილებს ქმნიან. შესაბამისად მერიაში ყოველდღიურად თავს იყრის ინფორმაცია კომპანიებში არსებული ვაკანსიების შესახებ და შემდეგ მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავება.
გიგი უგულავა: ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელი პროექტი იწყება, ეს არის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ობიექტის რეკონსტრუქცია. ”ლილო მოლი” გახდება ბევრად უფრო მიმზიდველი, ცივილიზებული და ორგანიზებული. მთელი წლის განმავლობაში 3 500 000 ადამიანი მოდის და სარგებლოს, პრაქტიკულად ეს არის ყველაზე დიდი სავაჭრო ობიექტი. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში, მას ქაოტური ხასიათი ქონდა, უკანასკნელ წლებში კი შედარებით მოწესრიგდა და მისასალმებელია, რომ ამ სავაჭრო ცენტრის მეპატრონეებმა გადაწყვიტეს ის აქციონ  თანამედროვე ტიპის სავაჭრო მოლად, სადაც ადამიანს შეეძლება მოვიდეს და შეიძინოს ყველაფერი, რაც მას სურს. ”ლილო მოლში” ასევე იქნება დასასვენებელი და ბავშვის დასატოვებელი ადგილები, ანუ იქნება იმ კონცეფციის, რა კონცეპციითაც მთელ მსოფლიოში კეთდება მოლი.  მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს და ჩვენ დასაქმების ბაზიდან რეკომენდაციას გავუწევთ ადამიანებს. რამდენიმე ადამიანი უკვე მოვიდა აქ, გაიარა შესაბამისი ტრეინინგი, აიმაღლა კვალიფიკაცია და დასაქმდა. დღეს უმუშევრობა არის  ჩვენი მთავარი პრობლემა, განსაკუთრებით თბილისში, იმიტომ რომ უმუშევრობის მიგრაცია ძალიან  მაღალია, ამიტომ ყველა პრობლემის გასაღები სწორედ  სამუშაო ადგილების შექმნაში დევს და თითოეული სამუშაო ადგილი, რომელიც კერძო სექტორში იქმნება არის მისასალმებელი, გასაფრთხილებელი.

Friday, July 8, 2011

თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება



ქართული თეატრისა და კულტურის პოპულარიზაციის  მიზნით, თბილისის მერიის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 14 სექტემბრიდან 26 დღის განმავლობაში  თბილისი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მესამედ უმასპინძლებს. ფესტივალის ჩატარებასთან დაკავშირებით, თბილისის მერმა გიგი უგულავამ და ფესტივალის დირექტორმა ეკა მაზმიშვილმა პრეს–კონფერენცია გამართეს და საზოგადოებას  თეატრალური ფესტივალის დეტალები გააცნეს. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს დაფუძნდა. წლევანდელი ფესტივალი სამი ნაწილისაგან შედგება: ქართული სპექტაკლების პროგრამა (29 სექტემბერი - 2 ოქტომბერი) საერთაშორისო პროგრამა (14 სექტემბერი  – 8 ოქტომბერი) ვორქშოფები, გამოფენები და სემინარები.
2011 წლის საერთაშორისო პროგრამას ასევე მიმართულება ““New” დაემატა, რომელიც  კონკურსის საფუძველზე ახალგაზრდა დასებისა და ახალი კომპანიების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გამოტანას ითვალისწინებს. საერთაშორისო პროგრამა  ავსტრიის, იაპონიის, უკრაინის, ლიტვის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, ისრაელის, გერმანიის, სომხეთის, ხორვატიის, ინდოეთის, ირანის, კორეის, სლოვენიის, ნიდერლანდების, ჩინეთის, შვეიცარიის, რუსეთის თეატრალურ და საბალეტო დასებს 3 კვირის განმავლობაში უმასპინძლებს.
გიგი უგულავა: საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თბილისში მესამე წელია  საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ტარდება. ნებისმიერი ფესტივალი მაშინ არის სიცოცხლისუნარიანი, თუ ის გაუძლებს  დროს, წლიდან წლამდე  შეიძენს უფრო მეტ მიმზიდველობასა და მასშტაბურობას. ამ თვალსაზრისით მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი ყველა კოლეგის მხარდაჭერით ეს ფესტივალი შედგა და ის სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება. უკვე ჩამოყალიბდა განრიგი, დაზუსტებულია  სტუმრების  ვინაობა. აღსანიშნავია, რომ წელს 26 ქვეყნის მსოფლიოში ცნობილი მსახიობები იქნებიან წარმოდგენილნი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს, რომ ფესტივალი შედგა და ის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს

Wednesday, July 6, 2011

თბილისის მერმა აღმაშენებლის ხეივანში გვირაბის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა


ქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით, თბილისის მერიამ  მარშალ გელოვანის გამზირის ბოლოდან დავით აღმაშენებლის ხეივნისაკენ გასასვლელი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო.  ბეტონის გვირაბის სიგრძე 95 მეტრი იქნება და მის ორივე მხარეს პანდუსები  აშენდება. აღნიშნული კვანძის მოწყობა თბილისიდან გამავალი და ქალაქში შემოსული ტრანსპორტის, ასევე რობაქიძის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მუდმივ საცობებს ქმნიდა. ამ ეტაპზე გვირაბის ქვაბულის დამუშავება მიმდინარეობს. ამოჭრილია 25 000 კუბ. მეტრი  გრუნტი. გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დავით აღმაშენებლის ძეგლთან გაუქმდება შუქნიშანი, შესაბამისად მანქანები  შეუჩერებლად შეძლებენ გადაადგილებას, რაც მინიმუმამდე შეამცირებს საცობებს. გვირაბის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება. სამუშაოების მიმდინარეობისას სხვადასხვა მონაკვეთზე აღმოჩენილ იქნა ჩვ.წ.აღ–მდე IV ათასწლეულის მეორე ნახევრით დათარიღებული უძველესი ნასახლარის სამარხები, შესაბამისად ტერიტორიაზე არქეოლოგებიც მუშაობენ და მათ იკვლევენ. თბილისის მერმა გიგი უგულავამ გვირაბის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და მშენებლებს გაესაუბრა.
გიგი უგულავა: აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაო პროცესი, რომელიც აღმაშენებლის ძეგლთან მარშალ გელოვანის გამზირის და აღმაშენებლის ხეივანის გვირაბით დაკავშირებას ითვალისწინებს. ეს სამუშაოები აღსანიშნავია იმ კუთხითაც, რომ არქეოლოგიურად დიღმის ეს ნაწილი საკმაოდ აქტიური ზონაა და ამიტომ აქ პარალელურად არქეოლოგებიც მუშაობენ. აღმოჩენილია სხვადასხვა ძალიან ძველი საყოფაცხოვრებო თუ სამრეწველო დანიშნულების ობიექტები. ერთის მხრივ, ბუნებრივია, ეს სამუშაოების ტემპს აჩერებს, მაგრამ ამავდროულად ძალიან კარგ მასალას გვაძლევს ძველი თბილისის შესახებ. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ რომ უკვე წლის ბოლოს მოვრჩებით მთლიან სამუშაოებს და თბილისს შეემატება ახალი გვირაბი, რაც მოძრაობის განტვირთვას გამოიწვევს. პარალელურად შესრულდება სხვა ღონისძიებებიც რომლებიც ასევე მომდევნო წლებში გვაქვს დაგეგმილი, იგულისხმება აქვე ახლოს სამანქანო ხიდი მტკვარზე და ასევე ახალი გზიდან ჩამოსასვლელი, რომელიც ნუცუბიძეს დააკავშირებს მარშალ გელოვანთან. პრაქტიკულად ყველა ამ ღონისძიების შედეგად ქალაქი უფრო გავლადი და კომფორტული გახდება.

ლისის ტბაზე “მწვანე ქალაქი ლისის” განაშენიანება დაიწყო

ლისის ტბის მიმდებარედ, “მწვანე ქალაქი ლისის” განაშენიანების პირველი ფაზის პრეზენტაცია გაიმართა. ამით ქალაქში საფუძველი ჩაეყარა ერთ-ერთ უდიდეს დეველოპერულ პროექტს, რომლის საწყისი საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება და რომლის  კონცეფციაც სრულიად უნიკალურია თბილისისთვის. 
“მწვანე ქალაქი ლისი” - ახალი, ეკოლოგიური უბნის კონცეფციაა ერთგვარი „ქალაქი ქალაქში“, მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონითა და უახლესი, დახვეწილი არქიტექტურით. ახალი ქალაქის საცხოვრებელი კომპლექსის ერთი ხედი მოიცავს ლისის მწვანე ლანდშაფტებს, სხვა რაკურსიდან კი მთელი თბილისის პანორამა იშლება.
პროექტს კომპანია “ლისი დეველოპმენტი” ახორციელებს. კომპანიის საქმიანობა  ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებას ეხება. პროექტის ყველაზე მსხვილი ინვესტორები არიან ამერიკული საფინანსო კორპორაცია (OPIჩ) და ჰოლანდიის განვითარების ბანკი (FMO). “მწვანე ქალაქი ლისი” 355 ჰექტარზეა გაიშლება. ამ ფართის 1/3 ნაწილს საცხოვრებელი სგმენტი დაიკავებს - ბინები, თაუნჰაუსები და ვილები. სივრცის 2/3 კი არსებული უნიკალური ფლორა და საგანგებოდ გაშენებული ბაღები იქნება. თბილისის ცენტრიდან მხოლოდ ათიოდე წუთით დაშორებული ულამაზესი ადგილი,  განსაკუთრებულია კლიმატური პირობები და უნიკალური თერმული წყლები, ახალი იპოდრომი – ეს ყველაფერი მხოლოდ “მწვანე ქალაქი ლისის” ბინადართა პრივილეგია გახდება. ახალი გარემოს გარდა, კომპანია “ლისი დეველოპმენტი” მწვანე ქალაქის მაცხოვრებელთა ჯანსაღი ცხოვრების სტილს უზრუნველყოფს.  პროექტ “მწვანე ქალაქი ლისის” პრეზენტაციას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო.
გიგი უგულავა: ეს პროექტი ქალაქის განვითარების და დასაქმების კუთხით, უნიკალური შესაძლებლობაა და კარგი მაგალითი პარტნიორობის. მას შემდეგ, რაც აქ გზა გავიყვანეთ ეს ადგილი ბევრად ხალმისაწვდომი გახდა თბილისელებისათვის. ასევე, იგეგმება ქვემოთ ხიდის გაკეთება და ეს გზა პირდაპირ დაუკავშირდება მარშალ გელოვანის გამზირს. ლისის ტბა  პრაქტიკულად ქალაქის ძალიან ორგანული და  ახლო ნაწილი გახდება. ვფიქრობთ, რომ ეს ერთ ერთი მიმზიდველი ადგილი იქნება თბილისელებისთვის.

Thursday, June 30, 2011

თბილისის მერია მიწისქვეშა გადასასვლელების კეთილმოწყობას იწყებს


მოქალაქეთა კომფორტულად გადაადგილებისა და უსაფრთხოების მიზნით, თბილისის მერია დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების კეთილმოწყობას იწყებს. თბილისის მერიამ ქალაქში არსებული 
35 მიწისქვეშა გადასასვლელი 10 ლოტად დაყო და იჯარით გაცემის მიზნით აუქციონზე გაიტანა. აუქციონში გამარჯვებულებს მიწისწვეშა გადასასვლელები 10 წლიანი იჯარით გადაეცემათ.
მოიჯარე ვალდებულია მიწისქვეშა გადასასვლელში სამეთვალყურეო ვიდეოკამერები განათავსოს, განახორციელოს იჯარით აღებული ქონებისმოვლა-პატრონობა, უზრუნველყოს მიწისქვეშა გადასასვლელის ჩასასვლელებისა და შიდა საზოგადოებრივი სივრცის აღდგენა-რეაბილიტაცია. 
მიწისქვეშა გადასასვლელბის რეაბილიტაციის შემდეგ, მოქალაქეებისთვის გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდება. მიწისქვეშაგადასასვლელების იჯარით გაცემა ასევე ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.




Tuesday, June 28, 2011

თბილისის მერმა მუხიანში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

მუხიანში  ჟვანიას ქუჩაზე უხვი ნალექების გამო მწყობრიდან გამოვიდა სანიაღვრე კოლექტორი. ასევე დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაზე სავალი გზის მონაკვეთი, რამაც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა შეუქმნა.თბილისის მერიამ გზის საფარისა და კოლექტორის აღდგენა ფორსმაჟორულ სიტუაციაში დაიწყო. პირველ ეტაპზე  კოლექტორის პროექტირება და ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.  გზის 150 მეტრინ მონაკვეთზე კაპიტალურად იგება ასფალტის საფარი, ხოლო ორი კილომტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის მოხრეშვა. კოლექტორის აღდგენა ერთ თვეში დასრულდება. მუხიანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
გიგი უგულავა: შემოერთებულ ტერიტორიებსა და სოფლებში გამსაკუთრებით პრობლემურია სტიქიის შემოტევა იმიტომ, რომ საქალაქო ინფრასტრუქტურა აქ არ არსებობს. ეს დასახლება წლების განმავლობაში უფრო სააგარაკო იყო და ქალაქისთვის დამახასიათებელი ინფრასტრუქტურა აქ ნაკლებად არის განვითარებული. არ არის სანიაღვრე სისტემა, გზა, წყლისა და საკანალიაციო სისტემა ახლა გაგვყავს, გარე განათება და დასუფთავება უკვე შემოვიდა და ასე ეტაპობრივად ვცდილობთ, რომ აღარ იყოს განსხვავება თავად მუხიანსა და მუხიანის დაჩებს შორის. სტიქიამ განსაკუთრებით ეს ნაწილი დააზარალა, დაზიანდა ცენტრალური კოლექტორი, რამაც მოსახლეობის დატბორვა გამოიწვია. ამ ოჯახებს ერთჯერადი დახმარება გაეწიათ და ახლა მიდის აღდგენითი სამუშაოები. საბოლოო ჯამში ეს პრობლემები მეტ ძალისხმევას მოითხოვს და ეტაპობრივად ყველაფერი მოგვარდება.

Friday, June 24, 2011

გიგი უგულავამ “ალტას” ახალი მაღაზია დაათვალიერა


კომპანია „ალტამ“ვარკეთილში ახალი ფორმატის მაღაზია გახსნა, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება კომპიუტერული და ციფრული ტექნიკა ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს.კომპანია „ალტამ“ რებრენდინგის პროცესი დაასრულა, ვიზუალურად შეიცვალა კორპორატიული სტილი, ასევე მაღაზიათა ქსელი თვითმომსახურების ფორმატზე გადავიდა და მომხმარებელი სასურველი ელექტროტექნიკის შეძენისას დამატებით კომფორტს მიიღებს. თვითმომსახურების ფორმატი საგრძნობლად შეამცირებს ტექნიკის შესყიდვის დროს. ჯავახეთის ქუჩაზე მდებარე ახალი მაღაზია თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალირა და წარმოდგენილ პროდუქციას გაეცნო. ორ სართულიანი მაღაზია ერთდროულად 70-მდე ადამიანს მოემსახურება. ახალ ობიექტში 15 ადამიანი დასაქმდება.ამჟამად თბილისში „ალტას“ მაღაზიათა ქსელი ხუთ ობიექტს აერთიანებს და კომპანია მათი რაოდენობის გაზრდას უახლოეს მომავალში გეგმავს, რაც ქალაქში სამუშაო ადგილებს შექმნის.
გიგი უგულავა: ნებისმიერი სიახლე, რომელიც დაკავშირებულია დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასთან, ჩვენგან უნდა იყოს მხარდაჭერილი. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ უმუშევარი ადამიანების მონაცემები ქალაქში გახსნილ ახალ კომპანიებს შევთავაზოთ. ინტერვიუების შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი უკვე დასაქმდა და ამ კუთხით ვაპირებთ კომპანია "ალტასთან" თანამშრომლობას. სახელმწიფოს ფუნქცია საბოლოო ჯამში არის იყოს ხიდი, კერძო დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის. 

Thursday, June 23, 2011

თბილისში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება



აზიის განვითარების ბანკმა (აგბ), მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს დიდ ქალაქებში და განსაკუთრებით დედაქალაქში სხვადასხვა პრიორიტეტული სატრანსპორტო პროექტის განხორციელების მიზნით, 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი დაამტკიცა.
სასტუმრო “რედისონში” აზიის განვითარების ბანკის, საქართველოს ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით, ქვეყანაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
თბილისში პრიორიტეტული სატრანსპორტო პროექტების შერჩევა ქალაქის ტრანსპორტის განვითარების გეგმის თანახმად მიმდინარეობს, რომლის შემუშავებაც 2010-2011 წლებში აზიის განვითარების ბანკის გრანტით დაფინანსდა. გეგმის მიზანია ყველა ის ფაქტორი გამოავლინოს, რომელიც მნიშვნელოვნად აფერხებს ტრანსპორტის განვითარებას და შეიმუშაოს შესაბამისი სატრანსპორტო გადაწყვეტილებები.
თბილისის სატრანსპორტო გეგმის ფარგლებში დღემდე ოცდაათამდე სატრანსპორტო პროექტი შემუშავდა, რომელიც მიზნად ისახავს საგზაო ქსელისა და მოძრაობის მართვის გაუმჯობესებას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოსახლეობისთვის გაუმჯობესებული სერვისების შეთავაზებას.
აზიის განვითარების ბანკსა და თბილისის მერიას შორის აქტიური კონსულტაციების შედეგად განისაზღვრა იმ პროექტების ნუსხა, რომელიც ბანკის მიერ, ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. ესენია:
-გორგასლის გვირაბი, რომელიც ძველი თბილისისთვის მნიშვნელოვანი იქნება და სანაპიროს ბევრად უფრო გავლადს გახდის.
-მეტრო „უნივერსიტეტის“ სადგურის დასრულება – ობიექტის მშენებლობა 2012 წელს განახლდება და პროექტის განხორციელება ორ წელიწადში დასრულდება.
-თბილისი-რუსთავის გზის მოდერნიზაცია.
-სამანქანო ხიდი მდინარე მტკვარზე, რომელიც ვეფხისა და მოყმის მიმდებარე ტერიტორიას დიდუბესთან დააკავშირებს. პროექტის განხორციელებით გაუმჯობესდება მოძრაობა მტკვრის ორივე სანაპიროზე და მაქსიმალურად განიტვირთება წერეთლის გამზირი.
გიგი უგულავა: დღეს ერთგვარი შეჯამებაა და მეორე ეტაპზე გადადის ყველა ის პროექტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია ვანხორციელებთ აზიის განვითარების ბანკთან ერთად. პირველი რაც მინდა ავღნიშნო არის ის, რომ აზიის განვითარების ბანკის დამფუძნებელმა ქვეყნებმა ჩვენი დახმარება გადაწყვიტეს ომის შემდეგ და ეს დახმარება იყო სწორედ იმ დიდი პაკეტის ნაწილი, რომელიც მსოფლიო საზოგადოებამ საქართველოსთვის გაიღო რუსული აგრესიის შემდეგ. თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის პროექტი, რომელიც განხორციელების სტადიაშია და 2014 წლამდე განხორციელდება. ეს არის გვირაბი გორგასალთან ანუ მარჯვენა სანაპიროზე, რომელიც მანქანებისგან განტვირთავს ძველ თბილისს და მას უფრო მყუდროს გახდის, ეს არის მეტრო უნივერსიტეტი, რომელიც 80-იანი წლების შემდეგ არის დაკონსერვებული და 2014 წელს უკვე შევა ექსპლუატაციაში, ეს არის თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალი, რითაც რუსთაველები და შესაბამისად თბილისელებიც ერთმანეთს დაუკავშირდებიან დაახლოებით 10 წუთში, ასევე სამანქანო ხიდი, რომელიც ვეფხვისა და მოყმის ძეგლის მიმდებარედ აშენდება და საბურთალოს დააკავშირებს დიდუბესთან.
ნებისმიერი ინფრასტრუქტურა რეალურად კეთდება ერთი რამის გამო, იმისთვის, რომ თბილისი გახდეს დასაქმების ქალაქი. დასაქმების ქალაქი გახდება მაშინ, როცა ინფრასტრუქტურა იქნება გაუმჯობესებული, ინვესტიციები იქნება მოზიდული და შესაბამისად სამუშაო ადგილები იქნება შექმნილი. ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და დღეს სწორედ ამ პროექტების განხილვა იქნება.

Monday, June 13, 2011

გიგი უგულავამ თბილისის ზღვაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა



თბილისის მერია თბილისის ზღვის გარშემო პრომენადის, ტურისტულ–სარეკრეაციო ბილიკების, საზოგადოებრივი სივრცეების რეკონსტრუქციისა და კეთილმოწობის პროექტის განხორციელებას იწყებს. ყოველივე ეს ტერიტორიის განვითარებასა და არსებული ეკოლოგიური ზონისთვის ტურისტული და სპორტულ–გამაჯანსაღებელი ფუნქციის მინიჭებას ითვალისწინებს. ტერიტორიაზე ველოსიპედის სავალი გზა, საფეხმავლო და სარბენი ბილიკები მოეწყობა, რომელიც ბაზალტის ქვაფენილითა და სხვადასხვა ბუნებრივი მასალით მოპირკეთდება. ბილიკების გასწვრივ, განსაზღვრული ინტერვალებით სხვადასხვა ტიპის სპორტული მოედნების, საჩრდილობლების, სკამების, ეკოტუალეტების, საფეხმავლო ხიდების, ავტოსადგომების, განათების თანამედროვე სისტემის, მოტივტივე ბაქნებისა და ნავმისადგომების მოწყობა იგეგმება. ასევე სრულად აღდგება არსებული ინფრასტრუქტურა.
სამუშაოები სამ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი თემქის ამოსახვევიდან – ხუდადოვის ქუჩამდე არსებულ 5 400 მეტრიან სანაპირო ზოლს მოიცავს.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია აღნიშნული ტერიტორიის 1 200 მეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია, რომლის ფარგლებში მოეწყობა ტურისტული ბილიკები, სპორტული და საბავშვო მოედნები, ასევე განხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები.
თბილისის ზღვაზე მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ტერიტორიის განვითარების სამომავლო გეგმებს ადგილზე გაეცნო.
გიგი უგულავა: თბილისის ზღვა არის რეკრიაციულ–დასასვენებელი ფუნქციის გამოუყენებელი უდიდესი პოტენციალი, რომელსაც ზაფხულობით განსაკუთრებით ბევრი თბილისელი სტუმრობს. ჩვენ გვინდა, რომ ერთის მხრივ შევინარჩუნოთ ის ბუნებრიობა, რაც აქ არის და მეორეს მხრივ ადამიანებისთვის ბევრად უფრო კომფორტული გავხადოთ აქ დასვენება. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნათ მთელი წრიული ბულვარი, რომლის პირველი ნაწილის მშენებლობა უკვე იწყება. ბულვარი მთლიანობაში ოცდასამნახევარი კილომეტრია, ანუ საკმაოდ დიდი მოცულობისაა და რაც მთავარია ძალიან მრავალფეროვანია. პრაქტიკულად ეს იქნება ერთ-რთი ყველაზე მეტად დატვირთული ადგილი. გარდა ამისა ვგეგმავთ, რომ აქ მოვაწყოთ ელემენტარული ინფრასტრუქტურა, იმისათვის რომ ეს ადგილი უფრო საინტერესო გახდეს, არა მარტო ზაფხულში, არამედ წელიწადის სხვა დროსაც.

თბილისში სომხური კულტურის ცენტრი „ჰაიარტუნი“ გაიხსნა


თბილისის „სურბ ეჩმიაძინის“ სახელობის ეკლესიასთან სომხური კულტურის ცენტრი „ჰაიარტუნი“ გაიხსნა. ცერემონიას თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ერევნის მერი კარენ კარაპეტიანი და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე დაესწრნენ. სომეხთა კულტურული ცენტრი მიზნად ისახავს სომხურ–ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და ორი ერის დაახლოებას.

გიგი უგულავა: თუ თბილისის კულტურაზე ვლაპარაკობთ, თბილისის კულტურის შემადგენელი ნაწილი, მისი შემქმნელი სხვა ერებთან ერთად რა თქმა უნდა თბილისელი სომხები არიან. ამიტომ მე მინდა პირველ რიგში თქვენ მოგილოცოთ მეგობრებო ამ ცენტრის გახსნა, რადგან ეს ქალაქი სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან ერთად, თქვენი შექმნილია. ცენტრი ნიშან–სვეტია ჩვენი ძმობის, ჩვენი ერთობის და რა თქმა უნდა ჩვენი თბილისელობის.

Saturday, June 11, 2011

თბილისის მერი გიგი უგულავა ერევანის მერს კარენ კარაპეტიანს შეხვდა



თბილისსა და ერევენს შორის, მეგობრული ურთიერთობების დამყარების შესახებ ხელშეკრულებას ხელი 1996 წლის 4 ივნისს მოეწერა. მას შემდეგ ყოველწლიურად ხდება ორ ქალაქს შორის დელეგაციების ურთიერთგაცვლა. ბოლო პერიოდში ჩვენ ქალაქებს შორის ურთიერთობები გააქტიურდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან თბილისს ერევნის მერიის რამდენიმე დელეგაცია ესტუმრა. ერევნის მერიის წარმომადგენლები დაინტერესებულები არიან შეისწავლონ თბილისის გამოცდილება სხვადასხვა პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით. დელეგაციების წევრებმა აქტიური შეხვდრებს გამართეს: არქიტექტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ზედამხედველობის, ეკონომიკური პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების წარმომადგენლებთან. შეხვედრების დროს განხილული იქნა საკითხების ფართო სპექტრი. შეხვედრის შემდეგ თბილისის მერმა სტუმრებს ძველი თბილისი დაათვალიერებინა და ქალაქში დაგეგმილი სამომავლო პროექტები გააცნო.

გიგი უგულავა: ამ ორ ქალაქს შორის ურთიერთობა, განსაკუთრებით მჭიდრო უნდა იყოს, დაწყებული ერთობლივი პროექტებით და დამთავრებული კულტურული ურთიერთობებით, ტურიზმით პირველ რიგში. მზარდია ტურისტების ნაკადი თბილისისკენ. ამიტომ ამ პოტენცილის გამოყენება კიდევ უფრო მეტად შეიძლება. ძალიან საინტერესო იდეები ჰქონდა ჩემს კოლეგას სამედიცინო ტურიზმის შესახებ. ვინაიდან მედიცინის განვითარების კუთხით კიდევ ბევრია გასაკეთებელი, იმისათვის, რომ მთლიანად რეგიონი მიმზიდველი გახდეს. თბილისსა და ერევანს შორის ძალიან ბევრი შეხების წერტრილებია და ამის გამოყენებაა საჭირო.

Friday, June 10, 2011

თბილისში ახალი ბენზინ–გასამართი სადგურების ქსელი გაიხსნა



კომპანია "გალფ ჯორჯია" საქართველოში "გალფ ოილ ინტერნეშენალის" ოფიციალური დისტრიბუტორია, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში ოპერირება 2011 წელს დაიწყო . კომპანია "გალფ ოილი" ამერიკაში, ტეხასის შტატში 1901 წელს დაარსდა, როგორც "შევრონის" შვილობილი კომპანია. დღეისათვის "გალფ ოილ ინტერნეშენალი" ერთ-ერთი უმსხვილესი მულტინაციონალური ნავთობპროდუქტების კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. კომპანია ფოკუსირებულია უმაღლესი ხარისხის მქონე ნავთობ პროდუქტებისა და საპოხი მასალების რეალიზაციაზე. კომპანიას დაგეგმილი აქვს ქსელში არსებული ავტოგასამართი სადგურების ბრენდირება, ხოლო მათი რიცხვი უახლოესი 2 წლის განმავლობაში 120-მდე გაიზრდება. "გალფ ჯორჯია" უახლოეს მომავალში 600-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს. ახალი ბენზინ–გასამართი სადგური თბილისის მერმა და "გალფ ჯორჯიას" პრეზიდენტმა გახსნეს.

გიგი უგულავა: პირველ რიგში მინდა მივესალმო ახალი ბრენდის შემოსვლას თბილისისა და შემდგომ უკვე საქართველოს ბაზარზე. „გალფი“ ერთ–ერთი მსხვილი კომპანიის „შევრონის“ შვილობილია. ორი მიმართულებით არის ეს სიახლე მნიშვნელოვანი: ერთი, რაც უფრო მეტი ბრენდი იქნება წარმოდგენილი და დივერსიფიცირებული მიწოდება, მით უფრო მეტი იქნება კონკურენცია და კონკურენცია არის ერთ–ერთი მთავარი პირობა იმისა, რომ ფასი იყოს ხელმისაწვდომი და არ იყოს სპეკულაციური. მეორე მიმართულება ეს არის დამატებითი სამუშაო ადგილები. მარტო თბილისში აღნიშნულ კომპანიაში 600-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის.

"Kavkaz Jazz Festival”-ი საზეიმოდ დაიხურა


თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 6-დან 10 ივნისის ჩათვლით თბილისში "Kavkaz Jazz Festival” 2011 მიმდინარეობდა.
ჯაზ–ფესტივალში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მუსიკოსები მონაწილეობდნენ. "Kavkaz Jazz" პირველად 2010 წელს აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.
ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ამიერკავკასიაში ჯაზის განვითარებას, მის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდა შემსრულებლების აღმოჩენას.
"Kavkaz Jazz"–ი არის არაკომერციული ფესტივალი, რომელსაც სხვა პროექტებისგან საგანმანათლებლო ხასიათი გამოარჩევს და ამით მას უნიკალურობას ანიჭებს.
ფესტივალის დახურვას „დედა ენის ბაღში“ თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ “Facebook”-ში პირველი ვიდეო-კონფერენცია გამართა




თბილისის მერის გიგი უგულავას ინიციატივით, ინტერნეტ სივრცეში მოსახლეობასთან პირველი ინტერაქტიული შეხვედრა გაიმართა. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სოციალურ ქსელ „Facebook“–ში მოეძებნათ თბილისის მერის პირადი გვერდი (Gigi Ugulava) და აღნიშნულ გვერდზე, მათთვის საინტერესო და აქტუალური კითხვა პირადად დაესვათ. შეკითხვებს გიგი უგულავა ვიდეო–კონფერენციის რეჟიმში პასუხობდა. ვიდეო–კონფერენციები თბილისის მერთან მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ეს არის კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება, რათა ქალაქის მერი პირადად გაეცნოს თითოეული მოქალაქის მოსაზრებას მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით და დედაქალაქის განვითარებაზე თბილისელებთან ერთად იზრუნოს.